მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
წყნეთში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ნოდარ მათიაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა
წყნეთში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ნოდარ მათიაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ტურნირში ადგილობრივი და დევნილი ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ.
 
გამარჯვებულ გუნდებს შესაბამისი დიპლომები და თასები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ და ნოდარ მათიაშვილის ოჯახის წევრებმა გადასცეს.
 
„მსგავსი ტურნირების ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა ახალგაზრდა თაობამ იცოდეს იმ გმირთა სახელები, რომლებიც სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას შეეწირნენ“, - განაცხადა ტურნირის ბოლოს დავით მორგოშიამ.
 
ნოდარ მათიაშვილი 1959 წელს წყნეთის იმ უბანში დაიბადა, სადაც საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. აქვე ახლახან მისი სახელობის სკვერი გაიხსნა.
ნოდარ მათიაშვილი 1993 წელს აფხაზეთში, ლაბრასთან საომარი მოქმედებებისას, თანამებრძოლის დახმარების დროს, სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს და წამებით მოკლეს.
 
სიკვდილის შემდეგ იგი დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
 
ტურნირი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.