მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
დავით მორგოშიამ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში სამინისტროს 9 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს დავით მორგოშიას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფარგლებში, მოუსმინეს. მინისტრმა სამინისტროს მიერ ბოლო 9 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
 
მინისტრმა სამინისტროს მიერ განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით გაწეულ საქმიანობაზე, შესაბამის სიახლეებსა და მიღწეულ შედეგებზე, პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა გალის რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის გამო არსებულ გამოწვევებსა და საპასუხო ნაბიჯებზე, მათ შორის დისტანციური სწავლების გააქტიურებაზე.
 
მინისტრმა ასევე სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სიპებისა და ა(ა)იპების საქმიანობა მიმოიხილა.
 
სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეები და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.