მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
დავით მორგოშიამ MMA-ს წარმატებულ მებრძოლ ბენო ადამიას „OKTAGON MMA“-ს გამარჯვება მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი,დავით მორგოშია და მინისტრის პირველი მოადგილე, ბექა ღვაჩლიანი, “OKTAGON MMA”-ის მეორე ქართველ ჩემპიონს, ბენო ადამიას შეხვდნენ და სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ბენო ადამიას კარიერულ საჭიროებებსა და მხარდამჭერ პროგრამებზე ისაუბრა. სპორტსმენმა მინისტრსა და მის პირველ მოადგილეს თავისი პროფესიული გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო.
 
დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან წარმატებული სპორტსმენი ვარჯიშის პარალელურად ახალგაზრდა სპორტსმენებს რეგულარულად ამზადებს და ახალი თაობის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობს.