მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ბექა ღვაჩლიანი ზოგადი განათლების ახალი ხედვის განხილვას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი ზოგადი განათლების ახალი ხედვის განხილვას დაესწრო, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრაზე წარადგინა.

მინისტრმა საქართველოს განათლების სფეროში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო ხედვების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა STEAM მიმართულების გაძლიერებაზე, რაც მოსწავლეებს სამომავლოდ დაეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმარტივონ სასწავლო პროცესი და დაეუფლონ განახლებულ სასწავლო მეთოდებს.

პრეზენტაციაზე ასევე სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებასა და მოსწავლეების კარიერული განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრეს და მასწავლებელთა გადამზადებისა და მათი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებასა და აფხაზეთის სკოლებში თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებით მზაობა გამოთქვა.