მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ბექა ღვაჩლიანმა მინი-ფეხბურთში "აფხაზეთის თასის" გამარჯვებულები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა  ქალაქ წყალტუბოში გამართულ მინი-ფეხბურთის ტურნირში "აფხაზეთის თასი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც იმერეთის რეგიონში არსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებმა 60-მდე აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.

სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ქალაქ წყალტუბოს მერის მოადგილე გია კვასტიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.