მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ბექა ღვაჩლიანი ჟურნალ “რიწის” 50-ე საიუბილეო ნომრის პრეზენტაციასა და “მე აფხაზეთისთვის” დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჟურნალ “რიწის” 50-ე საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
 
საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალის პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად დაესწრო.
 
ჟურნალი „რიწა“ 1975 წელს პირველად გამოიცა, თავდაპირველად სოხუმში, ხოლო შემდეგ დევნილობაში განაგრძო არსებობა. განახლებული გამოცემა ორენოვანია და მასში შესულია აფხაზეთელი პოეტებისა და მწერლების ნამუშევრები ქართულ და აფხაზურ ენებზე.
 
ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტის „მე, აფხაზეთისთვის“ ნომინანტების დაჯილდოება გაიმართა.
 
2025 წლის წარმატებული აფხაზეთელები სიმბოლური საჩუქრებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ დააჯილდოვეს.
 
წლევანდელი ნომინანტები გახდნენ:
 
გურამ ოდიშარია - ქართველი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე, ათზე მეტი ეროვნული და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი;
ილია თოფურია - აფხაზეთიდან დევნილი ქართველი სპორტსმენი, UFC-ის ჩემპიონი;
გიორგი ეთერია - სოხუმში დაბადებული მხატვარ-მოქანდაკე;
ელენე მიქაბერიძე - აფხაზი რეჟისორი;
დაურ ბუავა - აფხაზი ბლოგერი;
ანზორ კუდბა - აფხაზი მწერალი, რომანებისა და მოთხრობების კრებულის ავტორი;
თორნიკე ჯობავა - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;
ირინა ხაბურზანია - აფხაზეთიდან დევნილი ფეხბურთელი;
სოფო ფანცულაია - სოხუმელი ბალერინა;
მურმან (მურო) გაგოშიძე - ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილების“ სოლისტი და ქორეოგრაფი.
 
პროექტ „მე, აფხაზეთისთვის“ მიზანია საზოგადოებამ გაიცნოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული ადამიანები აფხაზეთიდან.
 
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.