საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზებისთვის სპეციალური კომისია შეიქმნა. კომისიის პირველი სხდომა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
სხდომას კომისიის წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი ესწრებოდა.
შეხვედრაზე დამტკიცდა საიუბილეო ღონისძიებების კონცეფცია და დაიგეგმა მომდევნო ეტაპები, მათ შორის კონკრეტული ღონისძიებების ჩატარება და შესაბამისი საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრა.
სხდომას მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ასევე სახელმწიფო უწყებების, საპატრიარქოს, სამეცნიერო ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.