მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო
აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრმა სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა, ინსტიტუტის ისტორიულ მნიშვნელობასა და თაობათა აღზრდაში მათ როლზე ისაუბრა. ბექა ღვაჩლიანმა ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის თანამშრომლებს ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა გადუხადა და სიგელები გადასცა.
 
80 წლის საიუბილეო თარიღი სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინტიტუტის თანამშრომლებსა და სამეცნიერო აკადემიურის სფეროს წარმომადგენლებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით კუპატაძემ და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს დირექტორმა დავით ახვლედიანმა მიულოცეს.
 
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია "თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები“ იმართება, რომელიც 17 ოქტომბერს დასრულდება.