მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის „აღთქმული სანაპირო“ პრემიერა გაიმართა

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლის „აღთქმული სანაპირო“ პრემიერა გაიმართა. წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია დაესწრო.

რეჟისორ ალექსანდრე ქანთარიას სპექტაკლი „აღთქმული სანაპირო“ ტენესი უილიამსის პიესის „ტრამვაი სახელად სურვილის“ ადაპტაციას წარმოადგენს. მისი მთავარი გმირები დები, სოფი და ჰელენი არიან, რომლებიც საფრანგეთში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ ერთმანეთს დააშორა. სპექტაკლი წარმოადგენს მცდელობას, მაყურებელს გეოპოლიტიკური ცვლილებები არა ფაქტებიდან გამომდინარე, არამედ ადამიანური პერსპექტივიდან დაანახოს.

სპექტაკლის პრემიერას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.