აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

განცხადებები

 

     

                                                     აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა–სამუშაოს მაძიებელთა  

                                                                                               ელექტრონული ბაზა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს აფხაზეთიდან დევნილთა დასაქმების ხელშეწყობა. ამ მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს   სტატისტიკის სამმართველო ქმნის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - სამუშაოს მაძიებელთა ელექტრონულ ბაზას.  ასევე იქმნება შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიის, სპეციალობისა და უნარების მქონე პირთა  რეესტრი, რომელიც მიეწოდება  დამსაქმებლებს. სათანადო ვაკანსიის შემთხვევაში, სამინისტროს საშუალება ექნება დაეხმაროს  დაინტერესებულ ბენეფიციარებს დასაქმებაში.

დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე tiashvili.afsm@gmail.com

დანართი: სააპლიკაციო ფორმა

 

 

                                                                          ბიზნეს პროექტებისა და ბიზნეს იდეების ბაზა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მცირე ბიზნესის განვითარებისა და სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით იწყებს ბიზნეს პროექტებისა და ბიზნეს იდეების ბაზის შექმნას. შესაბამისი განხილვისა და გადარჩევის შემდეგ განხორციელდება დაინტერესებული პარტნიორის ან დონორის მოძიებაში მხარდაჭერა.

დაინტერესებულმა პირებმა ბიზნეს პროექტი/ბიზნეს იდეა გამოაგზავნეთ  ელექტრონულ ფოსტაზე ntoloraia.afsm@gmail.com ან მოგვაწოდეთ მისამართზე: ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის ქ. №15, მე-3 სართული.