აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის ლოცვა–კურთხევით, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებულ ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავთან დაკავშირებით ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ დაიწერა

27 სექტემბერს, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" დააბრძანეს, რომელიც უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაიწერა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, უნივერსიტეტის სტუდენტებმა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა სამების საკათედრო ტაძრისკენ ხატით მსვლელობა დაიწყეს. სამების საკათედრო ტაძრისკენ ხატს საქართველოს შეირაღებული ძალების ოფიცრები და ჯარისკაცები საპატიო ყარაულით მიაცილებდნენ.

სამების საკათედრო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II ხატი აკურთხა.

ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" აფხაზეთში 20 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის დაიწერა. უწმიდესმა და უნეტარესმა ქართველებისა და აფხაზების შერიგებისათვის ილოცა და აფხაზეთში 1990-იან წლებში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი გადაიხადა. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II თავის ქადაგებაში აღნიშნა, რომ „ძმთამკვლელ ომში ყველა მხარე დამარცხებულია და მცდელობა, ბარიერები აღმართონ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის მარცხისთვისაა განწირული".

პატრიარქი 23 მაისს „აფხაზეთობის" აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა.

ქადაგების ბოლოს პატრიარქმა თავდადებისათვის ჟიული შარტავას ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი მიანიჭა.

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა ნინოს ოქროს ორდენი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიანიჭა და აღნიშნა, რომ ჯილდოს ტარების უფლება ექნება უზენაესი საბჭოს თავმჯრომარეს და შესაბამისად ელგუჯა გვაზავას გადასცა.

მოგვიანებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის - ჟიული შარტავას და 23-ე ბრიგადის ხელმძღვანელის, გენერალ გენო ადამიასა საფლავები გვირგვინით შეამკეს.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

„თბილისი არტ-ჰოლში"აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „სექტემბრის ნაკვალევზე” მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით „თბილისი არტ-ჰოლში" აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „სექტემბრის ნაკვალევზე”  მოეწყო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ვახტანგ კაპანაძე, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 20 წლის წინ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები და პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

საღამოზე ნაჩვენები იქნა ვიდეო კლიპი, რომელიც აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ასახავს.

საღამო ნონა გიუნაშვილის ინსტალაციით „ქვიშით მოთხრობილი აფხაზეთის ომისა და მშვიდობის ისტორია“ დასრულდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართვა

1993 წლიდან ყოველი 27 სექტემბერი განსაკუთრებით მძიმე და ტკივილიანია სრულიად საქართველოსა და განსაკუთრებით აფხაზეთიდან დევნილი ჩვენი თანამემამულეებისათვის.

ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული იძულებით გადაადგილებულთა საერთო სატკივარის - აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გარშემო მიმდინარე პროცესების გაანალიზების და ამ მიმართულებით სამთავრობო სტრუქტურების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის მიერ გადადგმული ნაბიჯების შეჯერების სიმბოლური თარიღი გახდა. 20 წლის განმავლობაში აფხაზეთის პრობლემის გარშემო მიმდინარე ყოვლად უშედეგო პროცესების და რუსეთის იმპერიის მიერ 2008 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ფონზე ძნელია ანუგეშო აფხაზეთის მკვიდრნი, განსაკუთრებით შვილდაღუპულთა ოჯახები. დრო ვერ აფერმკრთალებს სამშობლოს წინაშე ჩვენი საერთო ვალდებულებების უზენაესობას, ვერ ამსუბუქებს თავისავე ქვეყანაში იძულებით  ადგილნაცვალ ადამიანთა გაუსაძლის სულიერ და ფიზიკურ ყოფას.

მაგრამ მარტო სინანულით საქმეს ვერ ვუშველით. დღეისათვის, რითაც შეიძლება  ვიამაყოთ - ეს არის ჩვენი თანამემამულეების სამოქალაქო გმირობა, რომელიც გამოიხატა მათ ჭირთათმენაში, სულიერ და ფიზიკურ სიძლიერეში, ფსიქოლოგიურ წონასწორობასა და პოლიტიკურ კულტურაში. მიუხედავად გაუსაძლისი ყოფითი პირობებისა და სოციალური მდგომარეობისა აფხაზეთის დევნილმა საზოგადოებამ აღზარდა ახალი განათლებული თაობა, რომელიც საკუთარ სიტყვას ამბობს ეკონომიკაში, მეცნიერებაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში, კულტურასა და სპორტში, სახელისუფლებო სტრუქტურებში წარმატებული მოღვაწეობით.

გვეამაყება, რომ დევნილმა საზოგადოებამ თავისი მოკრძალებული მატერიალური შესაძლებლობების მიუხედავად მისთვის ხელმისაწვდომი ინვესტიციები ჩადო შვილების განათლებაში, მომავალი თაობის ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლებაში და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა მომავალზე, უკეთეს მერმისსზე გათვლილი მაღალი ზნეობის  ცხოვრების წესის მიმდევრობა.

სწორედ ეს გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომლითაც ჩვენი საზოგადოება 27 სექტემბერს მივა გმირთა მოედანზე და მუხლმოდრეკილი პატივს მიაგებს იმათ ხსოვნას, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე მიიტანა სამშობლოს სამსხვერპლოზე. ჩვენი მომავალი თაობები გულწრფელი მადლიერების და უდიდესი პატივისცემის გრძნობით განადიდებენ მათ სახელებს, გააგრძელებენ ბრძოლას საკუთარი კარმიდამოს დასაბრუნებლად და ქვეყნის გასამთლიანებლად.

უნდა ვაღიაროთ - სახელმწიფოს მიერ 20-წლიანი უნიათო პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს მოსახლეობაში აფხაზეთის პრობლემის მოგვარების მიმართ სრული უიმედობა და ნიჰილიზმი შეიმჩნევა, რაც მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზებითაა განპიროვნებული. შედეგად წლების მანძილზე ჩამოყალიბდა გაუცხოების პოლიტიკა,  სახელისუფლებო სტრუქტურების და დევნილი საზოგადოების ფართო მასების, მის ინტელექტუალურ და პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც გამოწვეული იყო აფხაზეთის პრობლემის დარეგულირების, დევნილთა სოციალური საკითხების მოგვარების საქმეში მათი პოტენციალის გამოყენების აშკარა იგნორირებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და მთავრობას დაუშვებლად მიაჩნია დევნილთა პრობლემატიკასთან დაკავშირებული პროცესების არსებული სახით განვითარება და მოუწოდებს დევნილთა პრობლემებით დაკავებულ, როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და პოლიტიკურ ძალებს აქტიური თანამშრომლობისაკენ. გვჯერა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებისა და დევნილთა სოციალური პრობლემების გადაჭრის საკითხებზე სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და რეალიზაციის პროცესებში გათვალისწინებული იქნება აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მონაწილეობის საკითხი.

გამოვხატავთ მადლიერებას და მივესალმებით დაღუპული გმირების ოჯახების მიმართ მთავრობის მიერ ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც მატერიალურზე მრავალჯერ უფრო ზნეობრივი, სამართლიანობისა და ჰუმანური დატვირთვის მატარებელია. იმედია, რომ ასეთივე ყურადღება მიექცევა საომარი მოქმედებების დროს ათასობით ომის ინვალიდებს, რომელთაც პირნათლად მოიხადეს თავისი პატრიოტული ვალი სამშობლოს წინაშე. ეს ომის ქარიშხალგამოვლილი ვეტერანები დაღუპულ გმირებთან ერთად სწორედ ის ხალხია, ვინც მომავალი თაობების პატრიოტული აღზდისათვის ხელშესახები და მისაბაძი მაგალითია.

მოუწოდებთ დევნილ თანამემამულეებს, მიუხედავად მათი უმძიმესი სოციალური, ყოფითი, ურთულესი მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა, ბოლომდე შეინარჩუნონ სიმშვიდე და მოთმინება და გამოიჩინონ მათთვის ჩვეული მაღალი შინაგანი და პოლიტიკური კულტურა, რათა ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ყველა საჭირბოროტო პრობლემის, ჩვენი უფლებების ცივილური, სამართლებრივი გზებით მოგვარება და დაცვა.

ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ისტორიული სამართლიანობა აღდგება, აფხაზი და ქართველი ხალხი კვლავ ერთად იცხოვრებს მშვიდობისა და ურთიერთგაგების გარემოცვაში. დადგება ჟამი შეცდომების აღიარებისა, ურთიერთმიტევებისა და მონანიებისა, ჩვენი საერთო მტრის მხილებისა და დაგმობისა.

ჩვენი სანუკვარი მიზანი ერთია: გავერთიანდეთ აფხაზეთის დაბრუნებისა და აფხაზეთში დაბრუნებისათვის გაერთიანებული და გაბრწყინებული საქართველოსათვის.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

ქ.თბილისი,
2013 წლის 25 სექტემბერი

ქალაქ გორის კულტურის ცენტრში „გვახსოვდეს აფხაზეთი" ღონისძიების ფარგლებში დევნილებისთვის კონცერტი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქ.გორის კულტურის ცენტრში დევნილებისთვის გამართულ კონცერტს დაესწრო.

ვახატანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ქ. გორის კულტურის ცენტრში „გვახსოვდეს აფხაზეთი" ღონისძიების ფარგლებში დევნილებისთვის კონცერტი ნიკოლოზ რაჭველმა გამართა.

ღონისძიებას ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე დაესწრო.

ქალაქ გორის კულტურის ცენტრში „გვახსოვდეს აფხაზეთი" ღონისძიების ფარგლებში დევნილებისთვის კონცერტი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქ.გორის კულტურის ცენტრში დევნილებისთვის გამართულ კონცერტს დაესწრო.

ვახატანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ქ. გორის კულტურის ცენტრში „გვახსოვდეს აფხაზეთი" ღონისძიების ფარგლებში დევნილებისთვის კონცერტი ნიკოლოზ რაჭველმა გამართა.

ღონისძიებას ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე დაესწრო.

დღეს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალური დარბაზში, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებულ ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „გახსოვდეს აფხაზეთი“ გაიმართა

საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებულ ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო „გახსოვდეს აფხაზეთი" გაიმართა.

საღამოზე ნაჩვენები იქნა კინოფილმები აფხაზეთზე, მოგონენებით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და სხვა.

გამოიფინა უცხოელი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ამჟამინდელი აფხაზეთის ამსახველი ფოტო მასალები.

საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების შემეცნებითი პროექტის - „ჩემი აფხაზეთი“ დასკვნითი საღამო გაიმართა

საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების შემეცნებითი პროექტის - „ჩემი აფხაზეთი" დასკვნითი საღამო გაიმართა, რომელიც აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებულ ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავს მიეძღვნა.

აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა აფხაზეთის თემაზე ლექსები  და აფხაზი თანატოლებისადმი მიძღვნილი წერილები წაიკითხეს.

პარალელურად აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ნახატების გამოფენა „ჩემი აფხაზეთი" მოეწყო. ასევე აფხაზი სახელოვანი წინაპრების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ექსპონანტები გამოიფინა.

ღონისძიებას დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, აფხაზეთის მეომართა კავშირი, ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები.

ღონისძიების ბოლოს ნაჩვენები იქნა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ჩემი აფხაზეთი".

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და ს.ს.ი.პ. კინოცენტრის ,,აფხაზეთი" ორგანიზებით მოეწყო.

დღეს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალური დარბაზში, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებულ ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „გახსოვდეს აფხაზეთი“ გაიმართა

საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებულ ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო „გახსოვდეს აფხაზეთი" გაიმართა.

საღამოზე ნაჩვენები იქნა კინოფილმები აფხაზეთზე, მოგონენებით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და სხვა.

გამოიფინა უცხოელი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ამჟამინდელი აფხაზეთის ამსახველი ფოტო მასალები.

საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

დღეს, 24 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიამ დეპუტატების ხმათა უმრავლესობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას მიერ წარმოდგენილი მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა:

ვასილ ხორავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი;
ავთანდილ ძაგანია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი;
ქეთევან ბაკარაძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
დიმიტრი ჯაიანი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი;
კონსტანტინე კუჭუხიძე - რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;
ლეილა გულედანი - განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;
მევლუდ ჯაჭვლიანი - ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;
დავით გვაძაბია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე;
იგორ კოპალიანი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე;
ვალერი ბასარია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ჯანო ჯანელიძის ერთტომეულის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადამიისა და აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითმა კავშირმა მწერალთა სახლში ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ჯანო ჯანელიძის ერთტომეულის პრეზენტაცია მოაწყო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გოგი ფაცაცია, საზოგადო მოღვაწეები და ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ჯანო ჯანელიძის „ერთტომეული" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის შემოქმედებითი კავშირის ინიციატივით გამოიცა, რომელშიც შესულია პოეტის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსები.

ვახტანგ ყოლბაია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლოს წლის დაწყებასთნ დაკავშირებულ საზეიმო შეხვედრას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლოს წლის დაწყებასთნ დაკავშირებულ საზეიმო შეხვედრას დაესწრო.

ვახტანგ ყოლბაიამ სოხუმის სახლემწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და მთავრობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, რომლებიც 20 წლის წინ, სოხუმის (ბაბუშერის) აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებას ემსხვერპლნენ. ინციდენტს 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრი და ფრანგი ჟურნალისტი. სიკვდილს 19 მგზავრი გადაურჩა.

ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო და მიუსამძიმრეს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-თემატურ კონფერენციას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-თემატურ კონფერენციას „აფხაზეთის კონფლიქტი 20 წლის გადასახედიდან" დაესწრო.

სამეცნიერო-თემატური კონფერენცია აფხაზეთის კონფლიქტის აქტუალური საკითხების ანალიზს მიეძღვნა, კერძოდ, თუ რა მოხდა აფხაზეთში, რა შეიცვალა ბოლო 20 წლის განმავლობაში, რა გეოპლიტიკური რეალიები მივიღეთ კონფლიქტის სამხედრო ეტაპის დასრულებიდან დღემდე, როგორია 90-იანი წლების დამდეგის მოვლენების და პოსტკონფლიქტური პერიოდის ხედვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, როგორია აფხაზური და ქართული საზოგადოების დღევანდელი აღქმა 1992-1993 წლების ტრაგედიისა.

კონფერენციას ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერითა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემდგენლობა წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემდგენლობა და სამთავრობო პროგრამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინა:

ვასილ ხორავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი;
ავთანდილ ძაგანია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი;
ქეთევან ბაკარაძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
დიმიტრი ჯაიანი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი;
კონსტანტინე კუჭუხიძე - რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;
აბესალომ მიქელაძე - განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;
მევლუდ ჯაჭვლიანი - ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;
დავით გვაძაბია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე ;
გივი კაცია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე;
ვალერი ბასარია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე;

კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ახალგაზრდა დევნილ ხელოვანთა საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების წარმატებული ახალგაზრდების მონაწილეობით, შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით „გიყვარდეს და გადარჩები" გაიმართა, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის 20 წლის თავს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადილე გოგი ფაცაცია და დევნილი საზოგადოება დაესწრო.

ღონისძიება კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.