- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ხელისუფლებამ და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული ,,აფხაზეთობა'' მიულოცეს და ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ სახალხო ზეიმს დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ უმასპინძლეს.
სტუმრებმა დაათვალიერეს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო-მასალების და აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, ბავშვთა ნახატებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, დააგემოვნეს დევნილი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია და აფხაზურ-ქართული კერძები, დაესწრნენ სპორტული სანახაობას, აფხაზეთის სახელოვნებო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა კონცერტს, სადაც შესრულდა ქართულ-აფხაზური ცეკვები და სიმღერები.
,,მინდა ყველა აფხაზს მივულოცო "აფხაზეთობა" და მათ ვუთხრა, რომ ძალიან გვიყვარს ჩვენი აფხაზი ძმები და დები, გვინდა მათთან ერთად ვიცხოვროთ მშვიდად და გვქონდეს ურთიერთპატივისცემა და სიყვარული" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია აფხაზებთან ურთიერთობების განმტკიცებისა და ნდობის აღდგენისკენ.
"მიმაჩნია, რომ ეს გზა გამარჯვებამდე აუცილებლად მიგვიყვანს. ჩვენთვის აფხაზეთი არის ძალიან დიდი ტკივილი. ნებისმიერი ქართველისთვის ეს არის მოუშუშებელი იარა. მანამ, სანამ არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა ვერ იქნება ქართველი კაცი ბედნიერი და ვერც აფხაზი და ოსი იქნება ბედნიერი. ეს არის ჭეშმარიტება და ამას სჭირდება ყველას მხრიდან გაგება. დევნილ მოსახლეობას მინდა მადლობა გადავუხადო მართლაც გმირობისთვის, რომელიც გამოიჩინეს. მათ წლების განმავლობაში არნახულ, ენით აუწერელ ტკივილს და დიდ გაჭირვებას გაუძლეს. მართლაც, რაც დასაფასებელია, ისინი ყოველდღიურად მართლაც გმირობას სჩადიან''-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
18:00 საათზე საზეიმო დღესასწაული აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,აფხაზეთის" ახალი საკონცერტო პროგრამის პრეზენტაციით თბილისი არტ-ჰოლში დასრულდა.
სვიმონ კანანელის ხსენების დღე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის'' დღედ დაწესდა.
ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით სახალხო ზეიმი ,,აფხაზეთობა" თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
„აფხაზეთობის" დღესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, ქალაქ თბილისი მერმა დავით ნარმანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეებმა გრიგოლ გიორგაძე და შოთა რეხვიაშვილმა, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა, ქალაქ თბილისისა და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთიდა დევნილმა საზოგადოებამ გვირგვინით შეამკეს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. გადაიხადეს დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი.
09:00 საათზე კი სიონის საკათედრო ტაძარში მოციქული სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღევლინა. წირვას აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, სოხუმის სახლემწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე და აფხაზეთის სტრუქტურის თანამშრომლები დაესწრნენ.
23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის'' დღედ დაწესდა.
ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით სახალხო ზეიმი ,,აფხაზეთობა" თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით 23 მაისს ,,აფხაზეთობა" სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. მაცხოვრის კარის სახელობის ეკლესიაში საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ზუგდიდის რაიონი სოფელი რუხში, ენგურის ხიდთან აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით სამშვიდობო მსვლელობა მოეწყო. ენგურის ხიდთან მსვლელობის მონაწილეები „მეც აფხაზი ვარ" აფხაზურ ენაზე დაწერილი სლოგანებით მივიდნენ. აფხაზეთიდან გადმოსულმა ერთ-ერთმა ქალბატონმა საკუთარ ეზოში დაკრეფილი ყვავილები სამშვიდობო აქციის მონაწილებს დაურიგა. ,,აფხაზეთობის'' დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება შ. დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში საზეიმო კონცერტით დასრულდა.
იმერეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელძღვანელმა და თანამშრომლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მემორილთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. წირვა-ლოცვა აღევლინა ქუთაისის წმინდა მოწამე დოსითეოს წერეთლის სახელობის ტაძარში. „აფხაზეთობის " დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის №6 საჯარო და №5 საჯარო სკოლებში აფხაზეთის თემაზე ღია გაკვეთილები ჩატარდა , მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
ქალაქ რუსთავში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობამ აღმოსავლეთ საქართველოში და ქვემო ქართლის ვეტერანთა საქმეების სამმართველოს წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის'' დღედ დადგინდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით 23 მაისს ზუგდიდი ,,აფხაზეთის დღეს" რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნავს. 10:00 საათზე მაცხოვრის კარის სახელობის ეკლესიაში საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდს გადაიხდიან. 12:00 საათზე ზუგდიდის რაიონი სოფელი რუხში, ენგურის ცენტრალურ ხიდთან აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით სამშვიდობო ღონისძიება გაიმართება. 14:00 საათზე ,,აფხაზეთობის'' დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება შ. დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში ჩატარდება.
23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის'' დღედ დადგინდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით თბილისში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. 11:00 საათიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაიწყება აფხაზეთობის საზეიმო გახსნა და ოფიციალური მიღება, გაიმართება კულტურული ღონისძიებები, სამხატვრო და ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოვება, სპორტული შეჯიბრებები, გამოფენა-გაყიდვები, აფხაზური კერძების დაგემოვნება, კონცერტები, სადაც შესრულდება ქართულ-აფხაზური ცეკვები და სიმღერები. 09:00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში მოციქული სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღევლინება. 10:30 საათზე გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობა და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში „მუჰაჯირობის'' დღისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტო-მასალა, სადაც ასახულია ის მოვლენები, რომელიც დიდი ტკივილის მომტანი იყო აფხაზებისა და ქართველებისთვის. გაიმართა ქართულ-აფხაზური ფოლკლორული საღამოც.
ღონისძიება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტან ყოლბაიამ გახსნა. მან ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელი ოთარ ჟორდანია, პროფესორი, ისტორიკოსი ბეჟან ხორავა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე მანანა ანუა.
საღამოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდოამრე გია გვაზავა, მთავრობის წევრები, სოხუმის სახლემწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, ასოციაცია „მშვიდობა და განათლება", ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, პოლიტიკური კონფლიქტებისა და მშვიდობის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.
გლდანის ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გამწვენბის აქცია მოეწყო.
აქციაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდმარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა მიიღეს მონაწილება. სამუშაოების ფარგლებში სულ 150-მდე ძირი ხე დაირგა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ინციატივით მოეწყო.
გამწვანების აქციაში სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და სატყეო სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ ჩართულები.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში აფხაზეთის თემაზე ჩატარებულ ღია გაკვეთილსა და ბოლო ზარს დაესწრო. ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ მე-12 კალსის მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და საგანმანათლებლო ასპარეზზე წარმატებები უსურვეს.
18-19 მაისს „აფხაზეთობის“ დღესთან დაკავაშირებით, აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილები „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ და მოეწყო მე-12 კლასელთა ბოლო ზარი. საქართველოს რეგიონებში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლებში გამართულ ღონისძიებებს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
„აფხაზეთობის“ დღესთან დაკავშირებით, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა კურთხევით 23 მაისს დადგინდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აფხაზეთის საჯარო სკოლებში, მათ შორის გალის რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებშიც, 18-22 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ღონისძიება: აფხაზეთის თემაზე შექმნილი ესეების კონკურსი, ნახატების გამოფენები, სახელობო პროგრამის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენები, ლიტერატურულ-შემოქმედებითი კომპოზიციები და სხვა.
23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის'' დღედ დადგინდა.
ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მთელი დღის განმავლობაში თბილისა და საქართველოს რეგიონებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.
12:00 საათზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაიწყება აფხაზეთობის საზეიმო გახსნა და საზეიმო მიღება , გაიმართება კულტურული ღონისძიებები, სამხატვრო და ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოვება, სპორტული შეჯიბრებები, გამოფენა-გაყიდვები, აფხაზური კერძების დაგემოვნება, კონცერტები, სადაც შესრულდება ქართულ-აფხაზური ცეკვები და სიმღერები.
აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება გვირგვინით შეამკობენ გმირთა მემორიალს. დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადაიხდიან. აფხაზეთობის სახალხო ზეიმი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ,,აფხაზეთის" პრეზენტაციით თბილისი არტ-ჰოლში დასრულდება.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, აფხაზეთიდან დევნილი ინტელიგენცია.
სახალხო ზეიმზე დასწრება თავისუფალია.
14-16 მაისს ზუგდიდში,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით აფხაზეთის ღია პირველობა მინი-ფეხბურთში გაიმართა.
ტურნირი მიეძღვნა აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის არზაყან ემუხვარის დაბადების 135 წლისთავს.
ტურნირში მონაწილეობას მიიღეს ზუგდიდში, სენაკში, ჩხოროწყუსა და ფოთში განთავსებული აფხაზეთის საჯარო და გალის ტერიტორიის საშუალო სკოლების მოსწავლეებმა. ჩემპიონატში სულ 120-ზე მეტი ნორჩი ფეხბურთელით დაკომპლექტებული გუნდი იყო ჩართული.
პირველ ადგილის მფოლობელი აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლა გახდა, მე-2 ადგილი მოიპოვა აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილზე აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლა გავიდა.
გამარჯვებულებს ორგანიზატორებმა თასები, მედლები, სიგელები და ბურთები გადასცეს. ტურნირს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის, აფხაზეთის საჯარო სკოლის დირექტორები და ფიზიკური აღზრდის პედაგოგები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას არტ–გალერეაში აფხაზეთიდან დევნილ მხატვრის ავთანდილ შენგელიას პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები და მწერლები.
ავთანდილ შენგელია 1955 წელს ქ. სოხუმში დაიბადა. 1971-1977 წლებში სწავლობდა სოხუმის ა. შარვაშიძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის ფაკულტეტზე. შემდეგ დაამთავრა ლენინგრადის გერცენის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი და ლენინგრადის ი. რეპინის სახ. სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა, ფერწერის განხრით. 1993-2003 წლებში ჰქონდა პერსონალური გამოფენები საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მისი ნამუშევრები დაცულია სოხუმის სამხატვრო გალერეასა და კერძო კოლექციებში, ასევე საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, აშშ-ის, შვედეთის, თურქეთის, შვეიცარიის, რუსეთის, იტალიისა და ინგლისის კერძო კოლექციებში.
დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის V საანგარიშო - საარჩევნო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას საქართევლოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რეზი არველაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ცნობილი ფეხბურთელები: ვლადიმერ ბარქაია, ალექსანდრე ჩივაძე, სერგო ფიფია, ოთარ გაბელია, გრიგოლ ცაავა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. კონფერენციას უძღვებოდა მერაბ დგებუაძე.
მურად ანჯაფარიძემ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა და ამ წლებში ფედერაციის აღმასკომისა და აპარატის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.
კონფერენციაზე მიწვეულმა დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მეორე ვადით აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მურად ანჯაფარიძის არჩევას. ახალი აღმასკომის შემადგენლობაში არიან ვლადიმერ ბარქაია, გია გვაზავა, მერაბ დგებუაძე, კონსტანტინე კუჭუხიძე, ენვერ თოლორდავა, დიმიტრი ჯაიანი, მურმან ფარფალია, ბესო ჩიხრაძე, გიგლა ძანძავა და ალექსანდრე წულაია.
კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო ფედერაციებში არსებული პრობლემების განხილვა, ფინანსური სახსრების ალტერნატიული წყაროების მოძიება, ფედერაციებსა და აფხაზეთის ავტონომიურ ხელისუფლებას შორის სამომავლო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, ფედერაციების მიერ სამომავლო ინიციატივების განსაზღვრა და წინადადებების წარმოდგენა.
გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, საქართველოსა და რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრს ნაპოლეონ ქარქაშაძეს ვულოცვათ დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.
მრავალმხრივი და მრავლისმოცველია მეცნიერის ღვაწლი სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში. ნაპოლეონ ქარქაშაძე იყო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, კათედრის გამგე, 1975-1990 წლებში კი სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორი.
მეცნიერის ხელმძღვანელობით აფხაზეთში შეიქმნა ქართველთა ეროვნული ერთიანობის საბჭო, ამავდროულად ხელმძღვანელობდა „რუსთაველის საზოგადოებას".
ნაპოლეონ ქარქაშაძე არის სან-ფრანცისკოს საერთაშორისო აკადემიისა და უმაღლესი სკოლების საერთაშორისო აკადემიის წევრი, სხვადასხვა დროს დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, საპატიო ნიშნის ორდეინითა და საქართველოს სახელმწიოფო პრემიით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ულოცავს მეცნიერს 80 წლის იუბილეს, ჯანრთელობას, სულიერ სიმხნევესა და წარმატებებს უსურვებს.
კვირეულის „Let's Meet Europe"/„ერთად შევეგებოთ ევროპას" ფარგლებში 9 მაისს ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „OXSFAM"-ის და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტო''-ს ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელზეც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა მიიღო მონაწილეობა და წარადგინა აფხაზეთიდან დევნილების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების მიერ წარმოებული აგრარული პროდუქცია.
კვირეულის მეორე დღეს, 10 მაისს თბილისში, ალექსანდროვის ბაღში გაიმართა ღონისძიება, სადაც დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოწყობილ სტენდს უამრავი ადამიანი ესტუმრა.
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრი დავით ბაქრაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის წევრები, სამთავრობო სტრუქტურების ხელმძღვანელები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და არსამთავრობო ორგანიზაციები რეგიონებიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქობულეთში ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპული ბავშვების ოჯახებს.
,,ამ ტრაგედიამ შესძრა სრულიად საქართველო და ყველა ჩვენთაგანი. უბედურ შემთხვევას სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთ-ერთი აფხაზეთიდან დევნილი იყო. თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე განსაცდელის ჟამს''.
ქობულეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას 45 ადამიანის სიცოცხლე გადაურჩა, მათ შორის 31 მოზარდის. ისინი ცეცხლმოკიდებული შენობიდან პოლიციელებმა და მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანეს.
„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თვენახევრიან ანაზღაურებად სტაჟირებაში ჩაერთო.
ყოფილმა პატიმარმა, ქალბატონმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების,ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოში სტაჟირება დღეიდან დაიწყო. ანაზღაურებადი სტაჟირება „ყოფილ მსჯავრდებულთა სტაჟირების ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ეგიდით ფინანსდება.
ბენეფიციარი დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამაში 2014 წლის ნოემბრიდან ჩაერთო. მან პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისით ისარგებლა, ასევე წარმატებით დაასრულა დასაქმების ხელშეწყობისთვის აუცილებელი ტრენინგები.
„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ეფექტურად განხორციელებისთვის აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო და კომერციულ ორგანიზაციებთან.