- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწყებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ შექმნილი ფილმების აფხაზურ ენაზე თარგმნას. 22 აპრილს, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას აფხაზური სუბტიტრებით გიორგი ოვაშვილის ფილმის - „გაღმა ნაპირის“ დისკები გადასცა. პროექტის მიზანია აფხაზურად თარგმნილი ფილმების გავრცელება და პოპულარიზაცია აფხაზეთში.
ღონისძიებას უძღვებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საიდა ავიძბა, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი და ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი თედო ბექაური. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ა/რ მინისტრი ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში დავით გვაძაბია, ფილმის თარგმნასა და გახმოვანებაში მონაწილე აფხაზები, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის თანამშრომლები.
„გაღმა ნაპირი“ აფხაზეთიდან დევნილი 12 წლის ბიჭის თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც თბილისიდან აფხაზეთში მამის საძებნელად მიემგზავრება. 2009 წლის განმავლობაში ფილმი ოცდაათამდე ქვეყანაში, ოთხმოცამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირს“ რამდენიმე ათეული ჯილდო აქვს მოპოვებული. იწყება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ შექმნილი ფილმების აფხაზურ ენაზე თარგმნა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, სოხუმის (აფხაზეთის) სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ზურაბ ანჩაბაძის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო ჩატარდა.
საიუბილეო საღამოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ზურაბ ანჩაბაძის ოჯახის წევრები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ექვთიმე თაყაიშვილის სახ. საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა.
დიდია ზურაბ ანჩაბაძის წვლილი საქართველო-აფხაზეთისა და კავკასიის ისტორიის მეცნიერული კვლევის საქმეში. მრავალფეროვანი იყო მისი საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოღვაწეობა. ზურაბ ანჩაბაძე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა სოხუმში 1984 წ. იანვარში. დაკრძალულია სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ანდრია ჭოჭუას ქუჩაზე. დიდია ზურაბ ანჩაბაძის წვლილი საქართველო-აფხაზეთისა და კავკასიის ისტორიის მეცნიერული კვლევის საქმეში. მრავალფეროვანი იყო მისი საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოღვაწეობა. ზურაბ ანჩაბაძის ხელმძღვანელობით აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოკლე ხანში იქცა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მძლავრ კერად არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. მის კალამს ეკუთვნის 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ზურაბ ანჩაბაძე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა სოხუმში 1984 წ. იანვარში. დაკრძალულია სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ანდრია ჭოჭუას ქუჩაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2013-2014 სასწავლო წლის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის (გალის რაიონი) საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შორის 5 ოქროს და 7 ვერცხლის მედალოსანია.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი დაესწრნენ, რომლებმაც კურსდამთავრებულებს სკოლის წარმატებით დამთავრება მიულოცეს და მედლები გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2008 წლიდან ახორციელებს „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების" ქვეპროგრამას, რომლის მიზანია წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა, წახალისება და მათთვის მოტივაციის ამაღლება.
მედალოსნობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები „ეროვნული სასწავლო გეგმით" რეგულირდება.
17-18 აპრილს ქ.ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა VII საერთაშორისო კონფერენცია ,,ჩვენი სულიერების ბალავარი". კონფერენციაში 60-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი იღებდა მონაწილეობას. მკვლევარები ორი დღის განმავლობაში წარმოადგენდნენ მოხსენებებს საქართველოში ქრისტიანული კულტურისა და ისტორიის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის არსანიშნავია აფხაზეთის თემატიკაზე მიძღვნილი საკითხები: აფხაზეთის ავტოკეფალიის საკითხი თანამედროვე საეკლესიო პოლიტიკაში, მუჰაჯირობის ისტორიის საკითხები, მოხსენება აფხაზი მამულიშვილის იური ანუას ქრისტიანული და ეროვნული ღვაწლის შესახებ და სხვა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ა/რ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის მოადგილემ მანანა ანუამ. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა აფხაზეთის მთავრობის ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის აპარატის საქართველოს უნივერსიტეტების სამეცნიერო წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას,პრაგმატულ,რეალურად ეფექტურ მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული ახალი მიდგომების ერთობლივად შემუშავებას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, განათლებისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი.
კონფერენციის მოხსენებები კრებულის სახით უკვე დაიბეჭდა. საერთაშორისო ფორუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქრისტიანული კულტურის კვლევის ცენტრისა და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ასტრიდ თორსს შეხვდა. შეხვედრა აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა.
შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ ასტრიდ თორსს გააცნო აფხაზეთის მთავრობის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები. შეხვედრაზე განიხილეს გალის რაიონში არსებულ მდგომარეობა. საუბარი შეეხო გალში პასორტიზაციის საკითხს და სკოლებში ქართული ენის სწავლების პრობლემებს.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ა/რ განათლების, კულტრისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლის მხარდაჭერით, ჭადრაკში აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის - რევაზ დადიანის მემორიალური ტურნირი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ოთხმოცამდე სპორტსმენმა, მათ შორის როგორც მოზარდებმა, ისე მოყვარულმა ვეტერანმა სპორტსმენებმა. ტურნირის მსვლელობის პარალელურად მსოფლიო ჩემპიონმა ნანა ალექსანდრიამ საჭადრაკო სესია ჩაატარა. ტურნირი რევაზ დადიანის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ რევაზ დადიანი იყო აფხაზეთის ათგზის ჩემპიონი. იგი 1994-1998 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლაში.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი - ნიკა ვოლკოვმა დაიკავა, მეორე ადგილის პრიზიორი თენგიზ მინდიაშვილი გახდა, მესამე ადგილზე კი მოჭადრაკე რამინ ხოჯავა გავიდა. ტურნირის გამარჯვებულებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე, აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ გელენავა, რევაზ დადიანის ოჯახის წევრები და მეგობრები.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ ნანა ალექსანდრიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა რუსთავში, ფალიაშვილის ქ. №24ა-ში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები მოინახულეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ, აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
აქცია პროექტის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, რუსთავის მერიისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორგანიზებით მოეწყო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით სოფელ ვარიანში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გვირგვინით შეამკეს იაკობ გოგებაშვილის ძეგლი. მუზეუმის ეზოში მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია მოეწყო. ასევე ჩატარდა სპორტული და გასართობი თამაშები, გაიმართა კონკურსი ქართულ კალიგრაფიაში.
ღონისძიებას დაესწრნენ და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, მთავრობის წევრებმა და მუზეუმის დირექტორმა ნათია ადუაშვილმა. იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში იმყოფობედნენ ვარიანის ტერიტორიული ორგანოს მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად დავითიძე და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ვახტანგ ბერკაციშვილი.
დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლები, ასევე ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების აზერბაიჯანული სკოლებისა და კახის რაიონის საშუალო სკოლის მოსწავლეები, სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოზარდები, ვარიანის ქორეოგრაფიული ანსამბლი.
ღონისძიების მხარდამჭერებია: ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაცია, მოსწავლეთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთის", ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ჰერეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „ქურმუხული".
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთი"-ის ორგანიზებით გაიმართა.
სამეგრელოს რეგიონში ჩასახლებულ დევნილებს, საქველმოქმედო აქციის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტში ბადრი სანაიამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად სააღდგომო ნობათი გადასცა.
სააღდგომო საჩუქრები ასამდე დევნილ ოჯახს გადაეცა აბაშის, სენაკის, ხობის, მარტვილის მუნიციპალიტეტში. ნობათები დაურიგდათ N64 პროფსასწავლებელში, ინდიკო სანაიასა და ტაბიძის ქუჩებზე, სახარბედიოში, ,,რკინიგზის ბინებში", ახალსოფელსა და ,,ახალსოფლის მეურნეობაში" ჩასახლებულ 40-მდე დევნილ ოჯახს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევის სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ საქველმოქმედო აქციაში აქტიური მონაწილეობისათვის აფხაზეთის მთავრობის სერთიფიკატებით დააჯილდოვა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჯიშკარიანი, ,,საქართველოს ბანკი" ,,TBC" ბანკი, მიკროსაფინასო ორგანიზაცია ,,კრედო"-ს სენაკის სერვისცენტრები, შპს ,,ვისტა 2010" და აფხაზეთის მე-7 საჯაროს სკოლის წარმომადგენლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ზუგდიდში, მთავრობის წარმომადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს და სხვადასხვა კატეგორიის დევნილ ოჯახებს სააღდგომოდ აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში სააღდგომო ნობათი დაურიგდათ.
ზუგდიდში, საქველმოქმედო აქციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ყოლბაიამ დევნილებს სააღდგომო ნობათი გადასცა.
ღონისძიება მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ აქციის ფარგლებში ჩატარდა. სააღდგომო ნობათი დაურიგდათ რუსთავში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის 30 დევნილ ოჯახს, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს და სხვა.
შეგახსენებთ, რომ გასული ორი დღის მანძილზე, აფხაზეთის ხელისუფლებამ სააღდგომო ნობათი ასევე დაურიგა თბილისის სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს.
რუსთავში იმყოფებოდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელიაც.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე მდებარე 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას.
26 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ. აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია პირადად ესტუმრნენ და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით სურსათ - სანოვაგე მიიღეს სამტრედიაში, ხონში, ზესტაფონში, ტყიბულში, საჩხერეში, წყალტუბოსა და ქუთაისში მცხოვრებმა 100-მდე სხვადასხვა კატეგორიის დევნილმა ოჯახმა.
სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობამ აქციის ფარგლებში შემოსული სააღდგომო ნობათი გადასცა ზუგდიდში, ხობში, სენაკში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ფოთში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს.
საერთო ჯამში დახმარება მიიღო 200 მდე სხვადასხვა კატეგორიის იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა. აქციაში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და კერძო პირები. განსხევავებით წინა აქციისგან აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თითოეული თანამშრომელი აქტიურად ჩაერთო სააღდგომო საქველმოქმედო აქციაში და მოკრძალებული წვლილი შეიტანა ნობათების შეძენის პროცესის ორგანიზებაში.
აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში შემოსული პროდუქტი დაურიგდათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს და სხვადასხვა კატეგორიის დევნილ ოჯახებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში, დიდუბის რაიონში, ვანის ქუჩა №7-სა და წერეთლის გამზირის №72-ში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სააღდგომო ნობათები გადაეცა.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია ესწრებოდნენ.
ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აქცია გრძელდება და სააღდგომო ნობათს რეგიონებში ჩასახლებული დევნილებიც მიიღებენ. მისივე განცხადებით, შარშანდელთან შედარებით, წელს ღონისძიება ბევრად უფრო ორგანიზებულია.
„დევნილთათვის სააღდგომო ნობათის დარიგების პროცესი გასულ წელთან შედარებით უფრო ორგანიზებულია. არ იყო აჟიოტაჟი, გაუგებრობა, შეუთანხმებლობა. ყველამ იცოდა, რომელ საათზე უნდა მოსულიყო. მაგალითად, 11 საათზე მოდიან ომის ვეტერანები, 1-ზე მრავალშვილიანები და ა.შ. ამან განაპირობა, რომ ყველაფერმა ზედმეტი მღელვარების გარეშე ჩაირა. მომავალში ყველაფერი უფრო მეტად დაიხვეწება და ნობათის დარიგების დღე უხმაუროდ ჩაივლის. ამავე ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ კიდევ გვექნება შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში 750 -მდე დევნილ ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმოამდგენლები იძულებით გადაადგილებულ პირებს ხარების ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომოდ სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა დაესწრნენ.
აქციაში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და კერძო პირები. განსხვავებით წინა აქციისგან აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თითოეული თანამშრომელი აქტიურად ჩაერთო სააღდგომო საქველმოქმედო აქციაში და მოკრძალებული წვლილი შეიტანა ნობათების შეძენის პროცესის ორგანიზებაში.
მოძრაობის ფარგლებში, 5 თებერვლიდან მიმდინარეობდა სურსათ-სანოვაგისა და აუცილებელი პირველადი საშუალებების შეგროვება. აქციის ფარგლებში შემოსული პროდუქტები დაურიგდათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს და ა.შ. დევნილებს სააღდგომო ნობათი ხვალაც დაურიგდებათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აქტიური ჩართულობისათვის ყველა ორგანიზაციას, ინდივიდუალურ მონაწილეს, აფხაზეთის მთავრობის წევრებს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კომპანიებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შესაბამის სერთიფიკატები გადასცა.
მორიგი საქველმოქმედო აქციის მიზანია ადამიანებისადმი თანადგომა და მოხალისეობის კულტურის დანერგვა საქართველოში. დევნილებისთვის სააღდგომო ნობათები საქართველოს რეგიონებშიც დარიგდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის „სოლიდარობის ფონდმა" და მოძრაობამ „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" დევნილი მოსახლეობისათვის პირველი მასშტაბური აქცია საახალწლოდ გამართა. აქციის ფარგლებში 700-მდე დევნილმა ოჯახმა წინასაახალწლოდ საშობაო ნობათი მიიღო.