- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა იოსებ ბრეგვაძემ.
მემორანდუმის ფარგლებში, ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული ცენტრი მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ გასვლით ღონისძიებებში.
ხელმოწერის ცერემონიალს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრის დამფუძვნებელი ელგუჯა გოცირიძე ესწრებოდნენ.
პირველი გასვლითი ღონისძიება ზუგდიდში 11, 12 და 13 აპრილს ჩატარდება. სამი დღის განმავლობაში დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძე ადგილზე შეისწავლის არსებული მდგომარეობას, რათა ხელი შეუწყონ დაგეგმილი აქციის წარმატებით განხორციელებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და კლინიკა „ენმედიცის" მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებსა და აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებს უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკური გამოკვლევები კლინიკის ვაკის ახალ ფილიალში ჩაუტარდათ.
გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და კლინიკის გენერალური დირექტორი კობა ბურნაძე დაესწრნენ.
სამედიცინო აქცია აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძისა და ვაკის ფილიალის მენაჯერის ხათუნა გარდაფხაძის ორგანიზებით მოეწყო.
გამოკვლევებს კლინიკის სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციურ ექიმთა ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში ატარებდა. დევნილთა გამოკვლევები აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკას შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემომარნდუმის ფარგლებში იმართება.
მემორანდუმის ფარგლებში, დევნილი მოსახლეობისთვის სამედიცინო აქცია მომავალშიც განხორციელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები აჭარაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. სოციალური მდგომარეობა, ჯანდაცვა და განათლება - ეს ის თემებია, რაზეც დევნილებმა აფხაზეთის მთავრობის წევრებთან გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც ბათუმის ვიცე-მერი დავით ლეკვეიშვილი, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვასილ ხორავა, რეგონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია, აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი ბასარია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თენგო კვირტია, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.
თბილისის ზღვაზე მცხოვრებ 1000-მდე დევნილს უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა. გამოკვლევები აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ-სპეციალისტების მაღალკვალიფიციური ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში ატარებდა.
გამოკვლევებს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ კორძაია დაესწრნენ.
სამედიცინო აქციის ფარგლებში, დევნილებმა უფასოდ სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტული (ექოსკოპია, ართროექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ენცეფალოგრამა) გამოკვლევები გაიარეს. თბილისის ზღვის რამდენიმე კომპაქტურ ჩასახლებაში ორი ათასამდე ბენეფიციარი, მათ შორის ოთხასამდე ბავშვია რეგისტრირებული.
სამედიცინო აქცია აფხაზეთის მთავრობისა და რესპუბლიკურ საავადმყოფოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო.
გამოკველევები იემრეთის, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები დევნილებისთვის მომავალი კვირიდან დაიწყება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა. ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მედიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯემალ გოგოხია, რეგონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია, აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი ბასარია და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თენგო კვირტია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დამსწრე საზოგადოებას ტრადიციულად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 27 რაუნდი შედეგები გააცნო და იქ განხილულ ძირეულ საკითხებზე ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხი რეჟიმში წარიმართა. ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაინტერესდნენ პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის საქმიანობის აღდგენის, ასევე გალის რაიონში ჯანდაცვისა და განათლების ხელმიუწვდომელობის საკითხებთან დაკავშირებით. როგორც ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, უახლოეს პერიოდში გადაწყდება პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის საქმიანობის აღდგენის საკითხი. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აფხაზური მხარის ნებით მიღწეულია შეთანხმება სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც ჰუმანიტარული საკითხების განხორციელებასა და ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების შექმნას ითვალისწინებს.
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით მოეწყო.
11 აპრილს 16:00 საათზე ჩატარდება ონლაინ პრესკონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლელთან ვახტანგ ყოლბაიასთან. აფხაზეთიდან დევნილ და ჩვენი საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეუძლია დასვას კითხვები სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მრავალ თემებზე.
გამოგვიგზავნეთ კითხვები მისამართზე info@abkhazia.gov.ge შეკითხვებზე პასუხი გამოქვეყნდება აფხაზეთის მთავრობის ვებ-გვერდზე www.abkhazia.gov.ge და ფეისბუქ-გვერდზე. გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა ონლაინ-პრესკონფერენციაში. გამოგზავნეთ კითხვები, თქვენ მიიღებთ პასუხს ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ და რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ავთანდილ იმედაძემ.
ხელმოწერის ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე დაესწრო.
მემორანდუმის თანახმად, კლინიკა პერიოდულად განახორციელებს დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში ბენეფიციართა უფასო სამედიცინო მომსახურებას. პროფესიონალ ექიმთა ჯგუფი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო კონსულტაციებს გაუწევს და სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკურ გამოკვლევას ჩაუტარებს.
მემორანდუმის ფარგლებში, პირველი სამედიცინო აქცია შაბათს, თბილისისი ზღვაზე არსებულ რამდენიმე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილებისთვის ჩატარდება. აქციის ფარგლებში, კლინიკის ექიმები 800-მდე დევნილს უფასო სამედიცინო დიაკნოსტიკურ გამოკვლევებს ჩაუტარებენ.
ქვეყნის ისტორიას დიდწილად ქმნიან კონკრეტული პიროვნებები. უახლოეს ისტორიაში ზვიად გამსახურდია, რომელიც იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი, წარმოადგენს ასეთ ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას.
დღეს მას 75 წელი შეუსრულდებოდა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბრძოლა ერთიანი და გაბრწყინებული საქართველოსათვის, რასაც მან მიუძღვნა მთელი თავისი ცხოვრება, ამჟამადაც გრძელდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ზვიად გამსახურდია 75 წლის იუბილარია.
შეუფასებელია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში მის მიერ შეტანილი მასშტაბური წვლილი. სწორედ ზვიად გამსახურდიას სახელთანაა დაკავშირებული 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმი, რომლის საფუძველზე გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
საქართველოსადმი პირველი პრეზიდენტის განუსაზღვრელი სიყვარულის დასაფასებლად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქართველებისა და აფხაზების შერიგება, რაც აუცილებელია ჩვენი სამშობლოს ერთიანობისათვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, საკრებულოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ბათუმში საზეიმო მიტინგი გაიმართა. მიტინგში მონაწილეობდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. ასევე ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, საზღვაო აკადემიის სტუდენტები, ჟიული შარტავას ბათუმელი მეგობრები და ჟიული შარტავას და ცისანა შარტავა. მიტინგი გახსნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, მან ბრძანა, რომ „ამიერიდან „გმირების ხეივნის" მიმდებარე ულამაზეს ქუჩას ჟიული შარტავას სახელი დაამშვენებს". ბათუმის მერმა კი დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება ჟიული შარტავას მემორიალი, სადაც უკვე დაიდგა დაფა წარწერით: „აქ აღიმართება ჟიული შარტავას მონუმენტი".
ჟიული შარტავას საიუბილეო ღონისძიებებისა და ბათუმის მერიის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.
„დღევანდელი ღონისძიებით, ამ შესანიშნავი ხეივნისთვის ჟიულის სახელის მინიჭებით, ბათუმში გაგრძელდა ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფის კიდევ ერთი უწყვეტი ხაზი. საქართველოს მთავრობის დიდი ძალისხმევით ჟიული შარტავას 70 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები გრძელდება. ამ შესანიშნავი ქუჩისთვის ჟიულის სახელის მინიჭებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ქალაქ ბათუმის მერიას, საკრებულოს, აჭარის უმაღლეს საბჭოს, აჭარის მთავრობას, საზოგადოებას, ბათუმელებს, რადგან ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფისთვის მათ ძალიან ბევრი შეძლეს და გააკეთეს. აქვე აღიმართება ჟიულის მონუმენტიც, რომელიც გმირთა მოედანს დაამშვენებს. ამისთვის თქვენ ყველას უდიდესი მადლობა. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ჟიულის აჭარელ მეგობრებს, რომელთა დიდმა მონდომებამ დააჩქარა და ორგანიზება გაუკეთა დღევანდელ ღონისძებას", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
მიტინგის შემდეგ, ღონისძიებებმა აჭარის კულტურის ცენტრში გადაინაცვლა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებთან, ბათუმის მერთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მაყვალა ბერიანიძის წიგნის „ორივე მხარეს" პრეზენტაციას დაესწრნენ. წიგნი ჟიული შარტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჟიული შარტავას აჭარელი მეგობრები, რომელთაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეროვნული გმირის ღვაწლი სამშობლოს წინაშე.
„ეს წიგნი არის არა მხოლოდ ჟიული შარტავაზე, არამედ ქართველებსა და აფხაზებზე, რომელთაც ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და დღესაც უყვართ, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია ამის აღიარების საშუალებას არ გვაძლევს. ამ წიგნით ჩვენ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ უგუნურებას ბოლო უნდა მოეღოს. მკითხველი ამ ნაწარმოებით შეიგრძნობს იმ განუმეორებელ სილამაზეს, რასაც აფხაზეთი ასხივებს. ამ წიგნით მკითხელი შეძლებს გარდასული ტრაგიკული დღეების სიმწვავის გაანალიზებას. მკითხველი გაიგებს იმასაც, თუ როგორ აღიქვამს ორივე მხარე, ქართულიც და აფხაზურიც ამ საშინელ, ტრაგიზმით აღსავსე დღეებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ ვახტანგ ყოლბაიას, რადგან მისი პირადი მონდომების გარეშე ეს ღონისძიებები ასეთი მასშტაბური არ იქნებოდა, " - განაცხადა წიგნის ავტორმა მაყვალა ბერიანიძემ.
წიგნის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ვახტანგ ყოლბაიამ. მან ხაზი გაუსვა ღონისძიებათა მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა აჭარის ა/რ მთავრობასა და ბათუმის მერიას თანამშრომლობისა და თანადგომისთვის ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი დიდებული ღონისძიებების გამართვასა და ორგანიზებაში.
„ძალიან აღელვებული ვარ დღევანდელი დღით. ისიც მინდა გაგიმხილოთ, ამ თვეების განმავლობაში სხვაგვარად დავინახე ბატონი ჟიულის ცხოვრებაც და მოღვაწეობაც. გრძელდება ეს ესტაფეტა, რომელიც ამჯერად ბათუმმა აიღო და ეს კვლავაც გაგრძელდება, რაც ძალიან ბუნებრივია. დღეს ქალბატონ ცისანა შარტავას ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჟიულისათვის არ კეთდება. ეს კეთდება იმ ახალგაზრდა ბიჭებისთვის, იმ ყმაწვილებისთვის, რომლებიც დღეს აქ დგანან, ეს კეთდება იმ ბავშვებისათვის, რომლებიც საბავშვო ბაღში მიდიან, ვინც სკოლაში სწავლობენ. ჩვენს ქვეყანას ბევრი რამ აკლია, მაგრამ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რამდენად გავზრდით მათ პატრიოტებად, პატივისმცემლებად იმ თაობისა, რომელმაც მოგვიტანა სიკეთე და ჰუმანიზმი, გმირობა და თავდადება სამშობლოსთვის. ამის გამო მათ ყველაზე ძვიფასი, სიცოცხლე გასწირეს. ჟიული დაიფერფლა აფხაზთა და ქართველთა სიყვარულისათვის. მან ეს შეგნებულად გააკეთა, შეგნებულად მიიტანა სამსხვერპლოზე თავისი თავი. მან იცოდა რომ იქ, ბარიკადის მეორე მხარეს, მას ხვდებოდნენ მისი გაზრდილები, რომელთა ცხოვრების გზის გაკვალვაში დიდი ამაგი ჰქონდა გაწეული. ჟიული შარტავა იყო ის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ჩვენს შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად. მას სურდა ეჩვენებინა თაობებისთვის თუ როგორ შეიძლება თავი გადადო სამშობლოს სიყვარულისთვის. დღეს ჟიული შარტავას სახელობის ქუჩაზე ივლიან ბიჭები, ახალი თაობის ყმაწვილები. დაე, იარონ, იარონ, იარონ. დიდი მადლობა ბატონებო თქვენ, მადლობა ყველას, ვინც ამ ღონისძიებებში წვლილი შეიტანა, მადლობა აჭარის უმაღლეს საბჭოს, მთავრობას. ჩვენ ჯარისკაცები ვართ ჟიულის სახელის ხსოვნის გარშემო შემოკრებილები. ესეც ჩვენი ბედისწერაა. მე მინდა მომავალმა თაობამ გაითავისოს თუ რამხელა ვალდებულება გვაქვს ჩვენ ამ საოცარი პიროვნების წინაშე. მოვდივარ თბილისიდან ბათუმში და აქედან ვესალმები ჟიული შარტავას ქუჩაზე გავლით აფხაზეთს. თანაც მუდამ თავს შემახსენებს ის მოვალეობა, რომლითაც უნდა ვიაროთ და ვიცხოვროთ, რომ ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა ერთიან სახელმწიფოში ვიცხოვროთ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ვიზეიმებთ აფხაზეთში აფხაზებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენის დღეს",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ ყოლბაიამ.
საღამო კულტურის სასახლეში ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი კონცერტით დასრულდა.
დღეს, ბათუმში ქალაქ ბათუმის მერიის, საკრებულოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის ქუჩა გაიხსნა - ყოფილ „გმირების ხეივანს" დღეიდან ჟიული შარტავას ქუჩა დაერქმევა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, ბათუმის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ. ასევე ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, საზღვაო აკადემიის სტუდენტები, ჟიული შარტავას ბათუმელი მეგობრები. ბათუმის მერმა დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება ჟიული შარტავას მემორიალი, სადაც უკვე გახსნილია დაფა წარწერით: „აქ აღიმართება ჟიული შარტავას მონუმენტი".
ღონისძიებისა და ბათუმის მერიის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.
„დღევანდელი ღონისძიებით, ამ შესანიშნავი ხეივნისთვის ჟიულის სახელის მინიჭებით, ბათუმში გაგრძელდა ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფის კიდევ ერთი უწყვეტი ხაზი. მთავრობის დიდი ძალისხმევით ჟიული შარტავას 70 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები გრძელდება. ეს აისახა ქალაქ ბათუმის მერიის, კომისიის გადაწყვეტილებაშიც, რომელთაც ამ შესანიშნავ, დიდ, ულამაზეს ქუჩას ბათუმში, ჟიულის სახელიუწოდეს. ამისათვის მინდა მადლობა ვუთხრა ბათუმელებს, ქალაქის მერიას, საკრებულოს, აჭარის უმაღლეს საბჭოს, მთავრობას, საზოგადოებას, რადგან ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს. აქ აღიმართება ჟიულის ძეგლი, რომელიც გმირთა მოედანს დაამშვენებს. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ჟიულის აჭარელ მეგობრებს, რომელთა დიდმა მონდომებამ დააჩქარა და ორგანიზება გაუკეთა დღევანდელ ღონისძებას", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
ქალაქ თბილისში განთავსებულ "ცხიმ - კომბინატის" კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს „მობილური ბიბლიოთეკა" ეწვია.
პროექტის მიზანია დევნილ მოზარდებში წიგნების კითხვის სურვილისა და სამოქალაქო განათლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო პროცესისადმი ინტერესის გაღვივების ხელშეწყობა.
ბიბლიოთეკა 600-ზე მეტი დასახელების წიგნს მოიცავს. დევნილ ახალგაზრდებს ძვირადღირებულ წიგნებსა და უახლეს გამოცემებზე ექნებათ წვდომა. „მობილური ბიბლიოთეკა" მთელი წლის განმავლობაში რეგიონებშიც იმოგზაურებს.
აქციის ფაარგლებში, ორგანიზაციამ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" საგზაო უსაფრთხოების წესების პრეზენტაცია გამართა.
აქცია აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ზუგდიდის რაიონში ჩასახლებულ დევნილებს ჰუმანიტარული ტვირთი გადაეცათ. დახმარება სულ 160-მა ოჯახმა მიიღო.
ჰუმანიტარული ტვირთი ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს, ტექნიკური კოლეჯის ყოფილ შენობასა და ე.წ. ვექტორის შენობაში ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ გადასცა. მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დევნილებს შეხვდა და მათი პრობლემებიც მოისმინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 27-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა.
დელეგაციას ტრადიციულად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს. ქართული მხრიდან მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და ყოფილი სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.
რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და გამყოფ ხაზთან მიმდინარე პროცესები - ეს ის მთავარი თემებია, რომელსაც ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზე დააყენებს.
საქართველოს დელეგაცია ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე, დევნილთა დაბრუნებასა და ჰუმანიტარულ პრობლემებზე.
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 27-ე რაუნდი 25-26 მარტს გაიმართება.
24 მარტს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეები ბელა კოპალიანი და ბესიკ ოდიშარია სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოსა და ხონში დევნილების ჩასახლებულ ცენტრებს ეწვივნენ. მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს თანამშრომლებმა ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლას და კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში არსებული საბავშვო ბაღს საჩუქრად სასკოლო ნივთები, საკანცელარიო ნივთები და სათამაშოები გადასცეს. ასევე საჩუქრები მიიღეს ქალაქ ხონის №4 საჯარო სკოლის დევნილმა მოსწავლეებმა.
აქცია სასკოლო სამოქალაქო განათლების კლუბებისა და საერთაშორისო ორგანიზაცია ამქორის (UMCOR) მხარადჭერით მოეწყო. სასკოლო ჩანთები, საკანცელარიო ნივთები და სათამაშოები 500 - ზე მეტმა მოსწავლემ და საბავშო ბაღის აღსაზრდელმა მიიღო.
ვიზიტის დროს ყველა ცენტრში მრგვალი მაგიდის შეხვედრები მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა, მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა მიიღეს. შესწავლილ იქნა პრობლემები, გამოვლინდა უპირველესი საჭიროებები. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი ესაუბრა პედაგოგებს და მოსწავლეებს, მან შეხვედრის მონაწილეებს ვრცლად აუხსნა მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროგრამებში მაქსიმალური ჩართვის შესაძლებლობები და ასევე, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობის პერსპექტივები.
დასავლეთ საქართველოში გამართულ შეხვედრებს იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ბახტაძე, ხონის განათლების რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ქობალია და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.