მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი სასწავლო წლის დაწყების ცერემონიალს დაესწრო. მან სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის DAAD-ის ხელმძღვანელი ელიზაბედ ფენორი ესწრებოდნენ.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 450-მდე პირველკურსელია. სულ უნივერსიტეტში 3 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.

რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უნივერსიტეტს 8 სართულიანი შენობა საკუთრებაში გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი თეიმურაზ მაისურაძე ქ. ქუთაისში, ჟ. შარტავას სახელობის რეაბილიტირებულ აფხაზეთის №6 საჯარო სოლას ეწვივნენ და დევნილ ბავშვებს ახალი სასწავლო სწლის დაწყება მიულოცეს. გიორგი ბარამიამ და თეიმურზ მაისურაძემ სკოლა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

„მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს მოსწავლეებს, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ასევე დანარჩენ საქართველოში. რაც მთავარია, ვუსურვებ მათ წარმატებებს მომავალში. იმედი მაქვს, რომ ეს პატარები  ძალიან განათლებულები აღიზრდებიან, რამეთუ განათლებული თაობა, ეს ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა,"-განაცხადა გიორგი ბარამიამ.

აფხაზეთის №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია USAID დაფინანსებით „CHF international"-ის პროგრამის „ბავშვი" ფარგლებში განხორციელდა.

წელს, აფხაზეთის 13 საჯარო სკოლაში 145 პირველკლასელია, ყველა მათგანს ნეტ-ბუქი გადაეცა, ხოლო სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანმა ოჯახებმა  სასკოლო სახელმძღვანელოები მიიღეს. აფხაზეთის საჯარო სკოლებში სულ 3 ათასამდე  მოსწავლე სწავლობს.

დღეს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება შეიკრიბა. მათ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიიდან ოკუპირებული აფხაზეთის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის თაობაზე სეპარატისტთა მცდელობა გააპროტესტეს.

შეხვედრაზე შემუშავებულ იქნა მიმართვის ტექსტი, რომელიც უწმინდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ილია II და მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს I გადაეცემათ. მიმართვაში აღნიშნულია, რომ არ დაუშვან რელიგიური სეპარატიზმი და სეპარატისტული აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია.

შეკრების მონაწილეებს აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარემ გია ბარამიამ მიმართა. მან ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ქართულ ტაძრებში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები გაიხსენა, რომლის შედეგადაც აფხაზეთში ქართველთა ისტორიის კვალი გაქრა. წარმოდგენილი იყო ამის დამადასტურებელი ფოტომასალა.

„ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ყოველთვის იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში და ყოველთვის ასე იქნება. ეს ჩვენი მყარი და პრინციპული პოზიცია დაფიქსირებულია მსოფლიო პატრიარქისადმი მიმართვაში", - აღნიშნა გიორგი ბარამიამ.

თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი მოზარდების მორიგი ნაკადი დასასვენებლად ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრა.

20 მოზარდი, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა შვილები, ბანაკში 10 დღეს გაატარებენ. მათთვის კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები ჩატარდება.

ბავშვები თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააცილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და კინოთეატრ „რუსთაველი"-ს მხარდაჭერით დევნილი ბავშვებისათვის საქველმოქმედო აქცია მოეწყო.

მოზარდები კინოთეატრ „რუსთაველს" დღეს სტუმრობდნენ. 25 ბავშვი 3D ფორმატში გადაღებული ფილმის  ჩვენებას დაესწრო. აქცია ამჯერად  აფხაზეთის ომის ვეტერანთა შვილებისთვის  მოეწყო.

მოზარდებს ფონდი „კეთილი სამარინელი საქართველოში" მიერ მოწოდებული საჩუქრებიც დაურიგდათ.

ღონისძიება რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ, მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მათ ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივისცემა და სოლიდარობა მკერდზე დამაგრებული ყაყაჩოს სიმბოლოებით გამოხატეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკეს.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან ოთხი წელი გავიდა. რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 169 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი გმირების შვილებისათვის საქველმოქმედო აქცია გაიმართება. მოზარდებს კინოთეატრი რუსთაველი და თბილისის „აკვაპარკი" უმასპინძლებს.

8 აგვისტოს დევნილი მოზარდები სათავგადასავლო ფილმის „წარმოუდგენელი ადამიანი-ობობას" უფასო კინოჩვენებას დაესწრებიან. ბავშვები მათთვის საინტერესო და კარგად ნაცნობი გმირის ახალ თავგადასავლებს იხილავენ, ხოლო 9 აგვისტოს „აკვაპარკში" მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ატრაქციონებზე გაერთობიან.

საქველმოქმედო აქცია რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ხორციელდება.

თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 70-მდე მოზარდი დასასვენებლად ბორჯომისა და კეჩხობის საზაფხულო ბანაკებში გაემგზავრა. მოზარდები ბანაკებში 10 დღეს გაატარებენ. მათთვის კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები ჩატარდება.

ბავშვები თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააცილეს.

ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ შეხვედრა ესპანურ არასამთავრობო ორგანიზაცია ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდის „FINSOL"-ის პრეზიდენტთან ხულიო გარსია კარპიოსთან გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს დევნილთა მიმართ უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ განსახორციელებელ ჰუმანიტარული ხასიათის პროექტებზე. შეხვედრაზე ასევე თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL"-ი 2008 წლიდან თანამშრომლობენ. ესპანურ არასამთავრობო ორგანიზაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამ წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა.

მხარეებს შორის შეხვედრას ესპანეთის სამეფოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდა.

ესპანეთში მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას სამუშაო შეხვედრები გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 27 ივლისს მადრიდის ოლქის, კოლმენარ ბიეხოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს მიგელ ანხელ სანტამარიას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები და დევნილთა მიმართ განსახორციელებელი ჰუმანიტარული ხასიათის პროექტები განიხილეს.

შეხვედრას ესპანეთის სამეფოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდა.

ესპანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ 27 ივლისს შეხვედრა მადრიდის ოლქის, ტრეს-კანტოსის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან ხესუს მორენა გარსიასთან გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ განსახორციელებელი ჰუმანიტარული სახის პროექტები განიხილეს. შეხვედრამ კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა.

შეხვადრას ესპანეთის სამეფოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდა.

ესპანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ 27 ივლისს შეხვედრა მადრიდის ოლქის, ტრეს-კანტოსის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან ხესუს მორენა გარსიასთან გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ განსახორციელებელი ჰუმანიტარული სახის პროექტები განიხილეს. შეხვედრამ კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა.

შეხვადრას ესპანეთის სამეფოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდა.

„ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ" ასოციაციის პრეზიდენტის გიული ალასანიას ინიციატივით, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ფესტივალ „ჩვენებურების" ფარგლებში იტალიაში კონცერტებს გამართავს. პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და იტალიის ქართული დიასპორის  მხარდაჭერით ხორციელდება.

ფესტივალის ფარგლებში კონცერტები დაგეგმილია რომში და კალაბრიაში. ფესტივალზე შესრულდება თანამედროვე საგუნდო მუსიკისა და ქართული ფოლკლორის გამორჩეული ნაწარმოებები, როგორც ევროპელი მსმენელისთვის, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის.

აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ფესტივალ „ჩვენებურებში" მონაწილეობის მისაღებად დღეს გამთენიისას გაემგზავრა. ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა თეიმურაზ მაისურაძემ გააცილა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და კინოთეატრ „რუსთაველი"-ს მხარდაჭერით დევნილი ბავშვებისათვის მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

მოზარდები კინოთეატრ „რუსთაველს" დღეს სტუმრობდნენ. აქციაში აფხაზეთიდან დევნილი 30-მდე ბავშვი ჩაერთო. ამჯერად ბავშვები 3D ფორმატში გადაღებული ფილმის „წარმოუდგენელი ადამიანი-ობობა" ჩვენებას დაესწრნენ.

ღონისძიება რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორაგნიზებით მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აფაზეთიდან დევნილი ბავშვები დღეს, გონიოში დასასვენებლად გაემგზავრნენ. 12-დან 16 წლამდე, სოციალურად დაუცველი 35 მოზარდი საზაფხულო ბანაკებში იცხოვრებს.

პროექტის ფარგლებში, ბავშვებს ტრენინგ-კურსები ჩუტარდებათ. მოზარდები ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებში და სხვადასხვა შემოქმედებით ჯგუფებთან მუშაობაში ჩაერთვებიან. ბავშვები ლიდერებთან ერთად ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნობიან. მოზარდები გონიოს საზაფხულო ბანაკებში 31 აგვისტომდე დარჩებიან.

პროექტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.