ჟიული შარტავას სახელობის მშვიდობისა და ერთიანობის საერთაშორისო ალპინიადა - 2019-ის ფარგლებში დაბა სტეფანწმინდაში სპორტული შეჯიბრებები ჩატარდა. შეჯიბრებები მეკლდეურობაში (კლდეზე ცოცვაში), თანამედროვე სპორტულ მკლავჭიდში და სიმძიმეების აწევაში შედგა. ღონისძიების ინიციატორი იყო ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ,,ჟიული შარტავას საზოგადოება“ და საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია, შეჯიბრების ორგანიზატორი კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
ჯერ კიდევ შარშან, ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გმირის სახელის უკვდავსაყოფად, ცნობილმა ალპინისტებმა აღმოსავლეთ კავკასიონის ზღვის დონიდან 3700 მეტრზე მდებარე ერთ-ერთი მწვერვალი დალაშქრეს და მას საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი ეწოდა. ეს ინიციატივა - ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გმირის სახელის უკვდავსაყოფად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეკუთვნოდა, ხოლო ინიციატივას მხარი დაუჭირეს საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა და მთამსვლელებმა. წლეულს მთამსვლელები უკვე მეორედ ავიდნენ ამ მწვერვალზე.
დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლში შეკრებილ საზოგადოებას ჟიული შარტავას გმირობის მაგალითი და მისი მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენეს ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ; ვახტანგ ყოლბაიამ, ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შარტავას საზოგადოების“ თავმჯდომარემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა; როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა და სხვ.
როგორც ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა: „ჟიული შარტავას მწვერვალს, იმ სიმაღლეს, რომელიც თავად გმირმა დაიპყრო, ამიერიდან ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი. შესაბამისად, ჟიული შარტავას ხსოვნის დღე ამიერიდან მარტოოდენ მისი ხსენების დღე კი არ უნდა იყოს, არამედ ამ დღეს უნდა დაუკავშირდეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და გამორჩეული მოვლენები“. სწორედ ამ კონტექსტში, ამავე ალპინიადის ფარგლებში დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლში შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს საქართველოს აკადემიური წრეების წარმომადგენელთა განცხადება „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ“ (იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის ფარგლებში შექმნილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში, დღეისათვის საქართველო 4 ნომინაციითაა წარმოდგენილი).
საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტექნოლოგიებისა და ტრადიციული წეს-ჩვეულებების შესახებ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს: გოგი თოფაძემ, ს.ს. ,,ყაზბეგის’’ პრეზიდენტმა, პ/მ ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა; ელდარ ნადირაძემ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარმა კურატორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა; ნოე ხოზრევანიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის ფაკულტეტის დეკანმა, მეცნიერებათა დოქტორმა და სხვ.
შეკრებას ესწრებოდა ინგუშეთიდან საგანგებოდ ჩამოსული დელეგაცია და შესაბამისად, ხაზგასმულად ითქვა ქართველი და ინგუში ხალხის ისტორიულად განსაკუთრებით თბილ ურთიერთობაზე.
აქვე გაიმართა ქართული საბრძოლო ხელოვნება - ,,ხრიდოლის“ საჩვენებელი გამოსვლა, ჟიული შარტავას სახელობის მემორიალის - მეკლდეურობაში, თანამედროვე სპორტულ მკლავჭიდში და სიმძიმეების აწევაში - გამარჯვებულთა დაჯილდოება.
დასასრულ სტუმრების მიღება გამართეს გოგი თოფაძემ და შალვა კერესელიძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა.
ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი ღონისძიებები კიდევ რამდენიმე დღე გასტანს.
სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე მანუჩარ ჩილაჩავასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში, ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებასა და ამავე სოფლის თარაგამულის უბანში, ბაღის შენობაში ჩასახლებულ დევნილებთან იმყოფებოდა.
დევნილებთან შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, გაზიფიცირების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის და თარაგამულის უბნის ბაღის შენობაში მცხოვრები ოთხი დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრეს.
ქ. თბილისში 25-26 სექტემბერს „იმედის“ სპორტულ მოედანზე ჩატარდა აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი აფხაზეთის თასზე ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის მინი-ფეხბურთში. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდები მონაწილეობდნენ.
ტურნირის ჩემპიონი და აფხაზეთის გარდამავალი თასის მფლობელი გახდა თბილისის „თბილისი“, მეორე ადგილზე გავიდა ზუგდიდის გუნდი, მესამე ადგილს დაეუფლა გორის გუნდი.
ტურნირის მხარდამჭერები იყვნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახური, ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაცია ბატონ ავთანდილ ჩიხლაძის ხელმძღვანელობით.
თბილისის „თბილისი“ მესამედ გახდა ტურნირის გამარჯვებული და მოპოვებული გარდამავალი თასის მუდმივი მფლობელი.
პირველ ადგილზე გასულ თბილისის გუნდს აფხაზეთის გარდამავალი თასი და მედლები გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და მედლები გადასცა ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის უფროსმა ავთანდილ ჩიხრაძემ.
ბათუმში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში საპილოტე პროექტის “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ ფარგლებში კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ჩატარდა ტრეინინგები, რომელიც სამი დღის განმავლობაში ორ სხვადასხვა ჯგუფთან მიმდინარეობდა.
დევნილებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია იმ სერვისების და პროგრამების შესახებ, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებენ. ამხანაგობების თავმჯდომარეებს „საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ (კანონის კონსოლიდირებული ვერსია) დაურიგდათ.
პროექტი აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა"-ს პარტნიორობით განხორციელდა.
საპილოტე პროექტის მიზანია დევნილთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით და მათი მონაწილეობა საბინაო მართვის პროცესში.
საინფორმაციო შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დევნილთა დეპარტამენტის თავჯდომარე ბადრი კობალაძე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დავით ვარშანიძე, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით, მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეულის ფარგლებში, პირველი რესპუბლიკის ბაღში კონცერტი გაიმართა. მშვიდობის საერთაშორისო დღედ 21 სექტემბერი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაწესდა.
მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირი „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული გოგონათა ფოლკლორულ-ვოკალური ინსტრუმენტალური ანსამბლი „გუმბათი“, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის აღსაზრდელები, დიდუბის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წევრები, თბილისის 55-ე საჯარო სკოლის აღსაზრდელები, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, კომპაქტურად ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები და სხვ.
დამსწრეთ მშვიდობის საერთაშორისო დღე მიულოცეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ირმა კეკელიძემ, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ თემურ ჩალაბაშვილმა, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ირმა ირემაძემ, მრავალშვილიანმა აფხაზმა დედამ ზაირა შანბამ და სხვ. საღამოს უძღვებოდნენ სამინისტროს თანამშრომლები: ნონა ბერაია და შალვა ბერიანიძე.
კონცერტის ბოლოს მონაწილეებმა ცაში, სამშვიდობო გზავნილებით, საჰაერო ბუშტები გაუშვეს.
ამასთანავე, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში მშვიდობის გაკვეთილები, ლექციები და თემატური საღამოები გაიმართა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება მოეწყო. ღონისძიება, ასევე, ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავს მიეძღვნა, რომელიც 3 ოქტომბერს აღინიშნება.
მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში. მიღებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში მშვიდობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, სადაც სხვა შემსრულებლებთან ერთად აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა.
სოხუმში, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა. პატივს მივაგებთ იმ ხალხს, ვინც საკუთარი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და სიძლიერეს შესწირა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით ბაბუშერის ტრაგედიის დროს დაღუპული გმირების წინაშე.
1993 წლის 22 სექტემბერს, თბილისიდან ალყაში მოქცეულ სოხუმში გაფრენილი ტუ -154, რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, ექთნები და სამოქალაქო პირები იყვნენ, ზღვიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. საჰაერო ხომალდი მთლიანად დაიწვა. თვითმფრინავში მყოფი 132 ადამიანიდან 108 დაიღუპა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედ აფხაზეთიდან დევნილ სპორტულ გუნდებს (რაგბის, ფეხბურთის) და ე. წ. „ვექტორის“ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ახალგაზრდებს სპორტული ინვენტარი გადასცა.
დევნილ ახალგაზრდებს სპორტული ინვენტარი დაურიგეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნონა შონიამ და სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა.
ქ. ბათუმში, 20-22 სექტემბერს სასტუმრო ,,დივანი’’-ში გამართულ სამდღიან ტრენინგს, რომელიც ეხებოდა ქ. ბათუმში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია დაესწრო.
ტრენინგს უძღვებოდნენ მოწვეული ტრენერები ნანა გოგოხია და ირაკლი წულაია.
რუსლან აბაშიძე რუხის სავაჭრო ცენტრში „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ პრეზენტაციას დაესწრო
რუხის სავაჭრო ცენტრში „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დაფინანსდებას ითვალისწინებს და „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს. დამწყებ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესი წამოიწყონ.
დღესვე მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელიამ და „USAID Zrda“-ს ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, „საპარტნიორო ფონდი“ და „USAID Zrda“ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინვესტირებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.
ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია სიმბოლურად, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, USAID -ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, „USAID Zrda“-ს ხელმძღვანელმა ქეთევან ჭუმბურიძემ და „საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელიამ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია,სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების, USAID-ის, „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ საქართველოს“, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
რუხის სავაჭრო ცენტრში „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დაფინანსდებას ითვალისწინებს და „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს. დამწყებ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესი წამოიწყონ.
დღესვე მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელიამ და „USAID Zrda“-ს ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, „საპარტნიორო ფონდი“ და „USAID Zrda“ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინვესტირებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.
ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია სიმბოლურად, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, USAID -ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, „USAID Zrda“-ს ხელმძღვანელმა ქეთევან ჭუმბურიძემ და „საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელიამ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, შერიგებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების, USAID-ის, „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ საქართველოს“, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომისიამ ადგილზე შეისწავლა დევნილთა ობიექტებში არსებული მდგომარეობა და სამინისტროში შესაბამისი რეკომენდაციები წარმოადგინა.
შეგახსენებთ, რომ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 30 ივლისის №24-რს კანონის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაცია გამოცხადდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 8 აგვისტოს №19 დადგენილებით შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე − იგორ კოპალიანი − კომისიის თავმჯდომარე;
ბ) იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე − ვასილ ზაქარაია − კომისიის წევრი;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენელი − ნოდარ ჯალაღონია - კომისიის წევრი;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი − ზვიად ზაქარაია - კომისიის წევრი;
ე) ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის წარმომადგენელი − ირაკლი თადუმაძე - კომისიის წევრი;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი − ეთერ ძიმისტარაშვილი - კომისიის წევრი;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს წარმომადგენელი - მარინა გადელია - კომისიის წევრი.
18 სექტემბერს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების სასახლეში გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვა. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ ხუბუა. განხილვაში მონაწილეობა მიიღეეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, კონსტიტუციონალისტებმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის პროფესორებმა, იურისტ-პრაქტიკოსებმა, სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და აფხაზეთის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა. დამსწრე საზოგადოებამ აქტიური მონაწილეობა მიიღო კონსტიტუციის პროექტის განხილვაში და დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები.
სენაკში, სამტრედიის ქუჩაძე მდებარე ყოფილ პროფტექსასწავლებლის მე-2-ე კორპუსში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების გაცნობისა და მათი გადაწყვეტისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების მიზნით, ობიექტზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროს, სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის წევრები, მათ შორის დარგის მოწვეული სპეციალისტები. კომისიამ ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა და სამინისტროში წარმოადგინა შესაბამისი რეკომენდაციები. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით პრობლემების აღმოფხვრაზე.