აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ათი წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მუშაობის ათი წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ერთად აფხაზეთისთვის" ჩატარდა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ოკუპირებული გალის რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, საბავშო ბაღებისა და სახელოვნებო სკოლების მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების ანგარიში.

ოკუპირებული აფხაზეთის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. აგრეთვე გალის სხვადასხვა სკოლის საბაზო საფეხურის 11 წარჩინებული მოსწავლე  ლეპტოპით, ხოლო 4 წარჩინებული კურსდამთავრებული კი ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.

არტ-გალერეაში გამოფენილი იყო პროექტ „გზავნილები აფხაზეთიდან" ფარგლებში გალის სამხატვრო სკოლაში შექმნილი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები. შესრულდა  საფორტეპიანო ნაწარმოებები და ქართულ და აფხაზურ ენებზე წაიკითხეს ლექსები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  პროგრამებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თამარ მალაზონია და სამინისტროს თანამშრომლები,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები, ბავშვთა და ახალგაზრდობის  ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნაირა მარშანიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანიზებით ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში პოეტისა და მწერლის ნაირა მარშანიას წიგნის „ადრე თუ გვიან" პრეზენტაცია გაიმართა.

ნაირა მარშანიას ახალი წიგნი „ადრე თუ გვიან" ქართულ-აფხაზურ ტრადიციებსა და ურთიერთთანადგომას ეძღვნება.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

საქართველოს მწერალთა კავშირმა ნაირა მარშანიას ქართული კულტურის დესპანის წოდება მიანიჭა.

ვახტანგ ყოლბაია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო „TIKA"-ს თბილისის ოფისის კოორდინატორი ჰუსეინ შანლი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ თურქ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთს შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებსა და მათ სიმტკიცეს. აგრეთვე გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება და იქ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები. ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის განხორცილებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

თავის მხრივ ფატმა ჯერენ იაზგანმა, მადლობა გადაუხადა ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის, დაადასტურა თურქეთის რესპუბლიკის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა კვლავ გაგრძელდება.

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, გმირობისა და თავდადებისთვის აფხაზეთის ომში მონაწილე მებრძოლები, სიკვდილის შემდეგ  ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი გმირების  ოჯახებისათვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა.

დაჯილდოებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მიიღო მონაწილეობა.

გრძელდება დეპარტამენტის თანამშრომლების აქტიური ჩართულობა ტაძრის მშენებლობაში

ქ. თბილისში, “ვახუშტის” ხიდთან, გრძელდება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებს შორის, ხუთშაბათობით, აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მოხალისე თანამშრომლები.

ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები, რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯასტინ მაკ-კენზი სმითს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯასტინ მაკ-კენზი სმითს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მეორე პოლიტიკური მდივანი მარგარეტ ბელოფი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

თავმჯდომარემ ბრიტანელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარებისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

შეხვედრაზე განიხილეს გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ხელშეწყობით საქართველოში უკვე განხორცილებული და აგრეთვე სამომავლოდ გასახორციელებელი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართველებისა და აფხაზების ერთმანეთთან დაახლოების პროცესს.

თავის მხრივ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

ვახტანგ ყოლბაია ნილს სკოტს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიასა და UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობა, აგრეთვე ისაუბრეს ერთობლივ სამომავლო პროექტებზე და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

ვახტანგ ყოლბაია ნილს სკოტს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიასა და UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობა, აგრეთვე ისაუბრეს ერთობლივ სამომავლო პროექტებზე და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

დროშის აღმართვის დღის აღნიშვნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში დაასრულა

14 იანვარი დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეა. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო 2012 წლიდან 14 იანვარს დროშის დღეს აღნიშნავს. წლეულს ეს თარიღი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს რამდენიმე რეგიონში აღნიშნა და ბოლოს სენაკში განთავსებულ აფხაზეთის თემურ ბოკიჩავას სახელობის მეშვიდე საჯარო სკოლაში დაასრულა. სკოლის ეზოში დროშა აღმართეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას შვილმა, მე-4 კლასის მოსწავლემ ალექსი ბოკუჩავამ, მეუღლემ მაია ცეცხლაძემ და მასწავლებელმა ეკა სიჭინავამ. სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა ანსამბლმა „სენაკმა“. 


გიორგი მარგველაშვილმა დაათვალიერა სკოლის ბიბლიოთეკა, რომლის რეაბილიტაცია 2016 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს სკოლის სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.


ცერემონიალში მონაწილეობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენელი ალიკა ჩიკვაიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველი რამინ საჯაია და სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

ზუგდიდში მცხოვრებ დევნილ მოზარდებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ 2-დან 5 წლამდე ასაკის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 70-მდე მოზარდს საახალწლო საჩუქრები გადაეცა.

დევნილ მოზარდებს საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ გადასცეს.

საქველმოქმედო აქცია სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭიტა"-სა და სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფის" მხარდაჭერით განხორციელდა.

სხვის ჯანმრთელობაზე მზრუნველს საკუთარი დაავიწყდა!..

ფრიდონ თოდუას დღეს 74 წელი შეუსრულდებოდასულ რაღაც ოთხი თვეა, რაც ჩვენს შორის არ არის ფრიდონ თოდუა, საყოველთაოდ ცნობილი ქართველი, უმაღლესი დონის პროფესიონალი, მსოფლიო აღიარების მქონე მეცნიერი, ევროპის, ამერიკისა და რიგი საერთაშორისო რადიოლოგიური და ქირურგიული ასოციაციების წევრი, მრავალი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, უბადლო ორგანიზატორი და, ამავე დროს, თითქოს ერთი რიგითი ქართველი, უზომოდ შეყვარებული თავის ხალხსა და ქვეყანაზე, გამორჩეული პიროვნული თავმდაბლობით, გულმოწყალებით, კაცთმოყვარეობით, სხვისი ჭირისა და ტკივილის გათავისებით.ბატონი ფრიდონის ამ ადამიანურ ღირსებებზე შემთხვევით არ გამიმახვილებია ყურადღება. მასთან მრავალწლიანმა საქმიანმა და მეგობრულმა ურთიერთობამ დამარწმუნა, თუ რაოდენ დიდი იყო მასში უბრალო, ხელმოკლე, დაუცველი ადამიანების დახმარების სურვილი და რა დიდ ბედნიერებას ანიჭებდა თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე, მადლიერი პაციენტების ბედნიერი სახეები.ის იყო ადამიანი, რომელიც ყველაფერში გიქმნიდა კომფორტს, თავიდან აგაცილებდა ყოველგვარ უხერხულობას და თუ იქით ვერ გაუბედავდი, ან ვერ შეკადრებდი, აქეთ შემოგთავაზებდა მისთვის ჩვეულ უანგარო დახმარებას, თანადგომას... ასე შემოგვთავაზა მან მის მიერ დაარსებულ, საქართველოს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობა, ანუ ფრიდონ თოდუა ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელთა შორის, რომელსაც ჩვენი დახმარების სურვილი თავად გაუჩნდა. სამხრეთ კავკასიის ამ ყველაზე წარმატებულ კლინიკაში სამედიცინო კონსულტაციებს და მაღალტექნოლოგიურ კვლევებს დღესაც უსასყიდლოდ იტარებენ ჩვენი დევნილები, ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩამოსული ბენეფიციარები, რომელთა შორის უმეტესობა ეთნიკური აფხაზია.ბატონი ფრიდონი იყო ადამიანი, რომელიც კარგად იცნობდა აფხაზ ეთნოსს, მის ისტორიულ და გენეტიკურ წარმომავლობას. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების საქმეში განსაკუთრებულ როლს ჯანდაცვას ანიჭებდა და ეს კარგად იცოდა ყველამ როგორც თბილისში, ასევე სოხუმშიც, გალშიც და სამაჩაბლოშიც. სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე აფხაზ კოლეგებთან, რომლებიც ენდობოდნენ და უაღრესად დიდ პატივს სცემდნენ ამ მსოფლიო მასშტაბის მედიკოს-მეცნიერს, ეამაყებოდათ მასთან ურთიერთობა, ითვალისწინებდნენ მის პროფესიულ რჩევებს.ბატონი ფრიდონის აქტიური მხარდაჭერით საფუძველი ჩაეყარა მისი მშობლიური, ზუგდიდის რაიონის რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობას. კლინიკა, მისი თქმით, ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების ნათელი დასტური უნდა ყოფილიყო და მას ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის ერთ-ერთი მძლავრი ბურჯის ფუნქციაც უნდა ეტვირთა. მძიმე ავადმყოფიც კი ხშირად უბრუნდებოდა ამ თემას და ამით მიგვანიშნებდა მისი ცხოვრების უმთავრეს ნიშნულზე - დიდი ხელოვნებაა, დანერგო მშვენიერი იდეები, რომლებიც ადამიანთა ბედნიერებისთვის ყველაფრის შეწირვას მოითხოვს.
ფრიდონ თოდუას, საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ხალხის კეთილდღეობას შეწირულ ადამიანს ზედმიწევნით მიესადაგება ერთ-ერთი ბრძენის სიტყვები - ექიმს ეპატიება, უმკურნალოს სხვას, მაგრამ თვითონ არ იყოს ჯანმრთელი.
სხვის ჯანმრთელობაზე მზრუნველს საკუთარი დაავიწყდა -მოულოდნელად დაგვტოვა.ფრიდონ თოდუას მსგავსი ადამიანები ქმნიან ეპოქას, განურჩევლად იმისა, სადაა მათი ასპარეზი - მსოფლიოს წამყვან ქირურგიულ ცენტრებში, ასოციაციებსა თუ მშობლიური ქვეყნის ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

ვახტანგ ყოლბაია

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

 

"რომუალდო დელ ბიანკოს” ფონდი აცხადებს ფოტოკონკურსს „მემკვიდრეობა პლანეტა დედამიწისთვის“

"რომუალდო დელ ბიანკოს” ფონდი აცხადებს ფოტოკონკურსს „მემკვიდრეობა პლანეტა დედამიწისთვის“კონკურსი დაიწყო 2018 წლის 1 იანვარს და გაგრძელდება წლის ბოლომდე. I და II ადგილზე გამარჯვებულებისთვის დაწესებულია ყოველთვიური ფულადი პრიზები 350 და 150 ევროს ოდენობით. წლის ბოლოს გამარჯვებულები კი მიიღებენ: I ადგილის მფლობელი 3 000 ევროს, ხოლო II ადგილის მფლობელი 1 000 ევროს.კონკურსის თემებია:#მემკვიდრეობა
#მოგზაურობა
#კულტურათშორისი დიალოგი.კონკურსის მიზანია ახალგაზრდა თაობებში ცნობიერების ამაღლება, სხვადასხვა კულტურებს შორის დიალოგი და პატივისცემა, პლანეტის დაცვა.დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ლინკზე
http://www.lifebeyondtourism.org/…/heritageforplanetearth…/…ბიანკოს ფონდის ფეისბუქ გვერდზე http://h4pe.lifebeyondtourism.org/ასევე, იხილოთ მოკლე ვიდეო რგოლი იუთუბზე https://www.youtube.com/watch?v=fZV6Ay6XM4o&feature=youtu.be

 

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები ფოტოობიექტივში

აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. სწორედ ამ თვალსაზრისით ახლახან დასრულდა სამინისტროს ქვეპროგრამა: ფოტოკონკურსი „აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“. ქვეპროგრამა სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა განახორციელა და გულისხმობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის (ეკლესია, სასახლე, ხიდი, ციხე, კოშკი, საინჟინრო ნაგებობები და სხვა, ან მათი ნაშთები) ამსახველი ფოტომასალის მოპოვებას, ფირზე მათი ამჟამინდელი მდგომარეობის აღბეჭდვას, რათა ახალგაზრდები გაეცნონ აფხაზეთში არსებულ ჩვენს ისტორიულ-არქიტექტურულ მემკვიდრეობას.

კონკურსში მონაწილეობდნენ ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები და ამ საკითხით დაინტერესებული პირები, მიუხედავად მათი ასაკისა და მოქალაქეობისა. მათ შესაძლებლობისა და კონკურსის მოთხოვნების შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ფოტოზე აღბეჭდეს.

ფოტოკონკურსის ფარგლებში, სამინისტროში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამოავლინა 2 გამარჯვებული, რომლებიც მობილური ტელეფონებით დაჯილდოვდნენ. ფოტოკონკურსის ფარგლებში შემოვიდა: ბედიის, ილორის, ბომბორისა და ბზიფის ეკლესიების ამსახველი ფოტომასალა, რომლის მიხედვით ამ ძეგლების რეალური მდგომარეობა გამოიკვეთა. კერძოდ, ბედიის ტაძარში ბაგრატ III ფრესკა სრულიად განადგურებულია. აგრეთვე, ამ მასალით დადგინდა, რომ სოფელ ბომბორაში არის ორი ეკლესია - X საუკუნის ეკლესია, რომლის ფოტოებიც ფოტოკონკურსის შედეგად მივიღეთ და ამავედროს არის XIX საუკუნის სხვა საეკლესიო ნაგებობაც.

ქ. ვანში, დევნილთა ჩასახლების ობიექტს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და  ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის  ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა  ქ. ვანში, სოლომონ მეორის ქუჩა №35-ში, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში, დევნილთა ჩასახლების ობიექტზე შემდეგი სარემონტო სამუშაოები: სახურავზე დამონტაჟდა თოვლის შემაკავებლები და მიმაგრდა საწრეტი ძაბრები საწრეტ მილებთან ერთად.