აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

საქართველოს პარლამენტში გამოფენა „ჩვენი აფხაზეთი“ გაიმართა

 

საქართველოს პარლამენტში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „ჩვენი აფხაზეთი" გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 15 მხატვრის 80-მდე ნამუშევარი.

გამოფენის გახსნაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ   მიწვეულ სტუმრებსა და კოლეგებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა. ვიცე-სპიკერმა გამოფენაში მონაწილე მხატვრებს მადლობა გადაუხადა და საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა მიმართულებით შეხვედრების გამართვისთვის მზაობა გამოთქვა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ახმეტელის თეატრში წარმოდგენას დაესწრნენ

21 ნოემბერს სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში ცნობილი დრამატურგის ოთარ ქათამაძის პიესის ,,აივანი’’ წარმოდგენას სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები დაესწრნენ. ღონისძიების ორგანიზება უზრუნველყო დევნილთა საქმეების დეპარატმენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილებამ.

გრძელდება შეხვედრა იმ სამუშაო ჯგუფებთან, რომლებიც მიმაგრებულნი არიან ქ. თბილისში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში 2017 წლის 22 ნოემბერს გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა იმ სამუშაო ჯგუფებთან, რომლებიც მიმაგრებულნი არიან ქ. თბილისში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებზე. შეხვედრაზე განიხილეს   კომპაქტურად განსახლებული დევნილი მოსახლეობისათვის ბინათმესაკუთრეთა და სამეზობლო ამხანაგობების დაფუძნების გზით ადგილობრივ თემებში ინტეგრაციის, დევნილთა განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობის, მათთვის გადასაცემი საერთო სარგებლობის ფართების იდენტიფიცირებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემული საერთო სარგებლობის ფართებზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციის აუცილებლობის საკითხები.

მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლ „იაკიში და პუპჩე“-ს პრემიერა გაიმართა

 

სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდ სცენაზე ხანოხ ლევინის სპექტაკლ „იაკიში და პუპჩე"-ს პრემიერა გამართა. სპექტაკლის ავტორი და რეჟისორია დავით საყვარელიძე.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ჯანო იზორია, ნინო შავგულიძე, მარინა სოლომონია, დავით ბერაძე, სანათა ძაძამია, ნიკა წერედიანი, პაატა ვახტანგიშვილი, ბადრი ბეგალიშვილი და მარიამ ყოლბაია.

პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

აფხაზი ერის თვალსაჩინო წარმომადგენლის ლორიკ მარშანიას ხსოვნის საღამო გაიმართა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ჭეშმარიტი მამულიშვილის, აფხაზი ერის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ცნობილი პოლიტიკოსის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერის ლორიკ მარშანიას დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.

ხსოვნის საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, ლორიკ მარშანიას შვილი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ადა მარშანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საღამოს მუსიკალურ თანხლებას უწევდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ლევან ღვინჯილიას ხელმძღვანელობით.

ლორიკ მარშანია 1932 წლის 24 ნოემბერს ოჩამჩირეში დაიბადა.  სოხუმის მე-4 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკურ ინსტიტუტში. ლორიკ მარშანია იყო ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1992-2002 წლებში მუშაობდა  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილედ.

ეთნიკურად აფხაზი ლორიკ მარშანია იმ მცირერიცხოვან აფხაზ მოღვაწეთა შორის იყო, ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებში ღიად დაუპირისპირდა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ვლადისლავ არძინბას. იგი მუდამ პრინციპულად იცავდა აფხაზი ეთნოსის თვითმყობადობას და იმავდროულად აფხაზთა სასიკეთო მომავალს მხოლოდ ერთიან საქართველოში ხედავდა.

ლორიკ მარშანია სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე მუდამ ცდილობდა, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად ცივილიზებული გზები, სახალხო დიპლომატიის ნაცადი მეთოდები ახლებურად გაეაზრებინა და მათი განხორციელების ინიციატორად გვევლინებოდა.

ლორიკ მარშანიას ეკუთვნის სიტყვები: „მე აფხაზი ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება".

ლორიკ მარშანია 2010 წლის 13 აგვისტოს ავტოავარიის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა.

სოხუმის თეატრმა პრემიერა გამართა

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდ სცენაზე ხანოხ ლევინის პიესის „იაკიში და პუპჩეს“ პრემიერა გამართა. სპექტაკლის ავტორი და რეჟისორია დავით საყვარელიძე.

ეს არის სევდიანი კომედია მახინჯ და ღარიბ იაკიშიზე, რომელსაც ასევე მახინჯ და ღარიბ პუპჩეს შერთავენ ცოლად. თავგადასავალი იწყება მაშინ, როდესაც ნათესავები აღმოაჩენენ, რომ წყვილს ხორციელთათვის წმინდა ცნების „ინაყოფიერეთ და გამრავლდით“...  აღსრულება არ შეუძლიათ.

სპექტაკლის პრემიერა შედგა 2017 წლსი 21 ივლისს რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე. სპექტაკლს აქ საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული მთავრი პრიზი მიენიჭა და ამავე სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დასახელებულ იქნა როგორც 2017 წლის ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ჯანო იზორია, ნინო შავგულიძე, მარინა სოლომონია, დავით ბერაძე, სანათა ძაძამია, ნიკა წერედიანი, პაატა ვახტანგიშვილი, ბადრი ბეგალიშვილი და მარიამ ყოლბაია.

პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

ციალა ნებიერიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი გადაეცა

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ციალა ნებიერიძეს, საქართველოს ერთიანობისა და დამოკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსნოვნის უკვდავსაყოფად გამართული ღონისძიებების მხარდაჭერისა და მასში აქტიური მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი გადასცა.

ციალა ნებიერიძე საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია „100 ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის წევრია. მისი ინიციატივით, ყოველწლიურად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება, მათ შორის აღსანიშნავია აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო „აფხაზეთი ტკივილი ჩვენი".

ვახტანგ ყოლბაია ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 16 ნოემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ოფიციალური მიღება გამართა. მოწვეულ სტუმრებს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უმასპინძლა.

მიღებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო მისიების, საელჩოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში საჯარო დისკუსია გაიმართა

სასტუმრო „ჰოლიდეი ინ"-ში საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით საჯარო დისკუსია სახელწოდებით „ადამიანის უფლებების მდგომარეობა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში: არსებული გამოწვევები და სახელმწიფო სტრატეგია" გაიმართა. დისკუსიის მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება იყო.

შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა წარმოადგინა სპეციალური ანგარიში „გამშვები პუნქტების გაუქმების გავლენა აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე".

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის კურთხევით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი შენდება

დიდუბეში, ვახუშტის ხიდსა და ელიავას    მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად საქართველოს   კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის კურთხევით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი შენდება. ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები , რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.
დევნილთა საქმეების დეპარტამენტის  თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის მშენებლობაში და ეს პროცესი პერიოდულად მშენებლობის დასრულებამდე გაგრძელდება.

დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა

დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწემ ჯანდაცვის საკითხებში მანონი გოგუამ, მან ექიმებსა და ამ კამპანიაში  ჩართულ ყველა პირს შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა დიაბეტით დაავადებულ მოზარდებს, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირებს საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია, საქართველოს დიაბეტის ცენტრის დირექტორი რამაზ ყურაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ძიუდოში აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ძიუდოს ფედერაციის მხარდაჭერით ძიუდოში  აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი  გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობა მიიღეს 2004-2005 და 2006-2007  წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა აფხაზეთიდან. საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლების შემდეგ გამოვლინდნენ  გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები: გიორგი კურტანიძე, თემურ ამილახვარი, გიორგი ფოთოლაშვილი, ბადრი ხუსკივაძე, თორნიკე ბეჟიკელაშვილი, ლუკა ხარაზიშვილი, მიხეილ ჩორგოლიანი, თამაზ ნაცვალაძე, მოსე შამანაური, გიორგი თანდაშვილი.

შეჯიბრებაში გამარჯვებულ სპორტსმენებს მედლები, თასები და დიპლომები გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ირაკლი ყანდარელს 94 წლის იუბილე მიულოცა

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია გორში, აფხაზეთის საპატიო მოქალაქისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ირაკლი ყანდარელის ოჯახს ესტუმრა და 94 წლის იუბილე მიულოცა. დემურ კეკელიამ ომის ვეტერანს ქვეყნის თავდადებისათვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ირაკლი ყანდარელი აფხაზეთში, სოფელ ფსხუს გათავისუფლებაში იღებდა მონაწილეობას. იგი 120 საბრძოლო მედლის მფლობელი, ღირსების ორი ორდენის კავალერი, საქართველოს, ჩეხეთის, უკრაინისა და სლოვაკეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრია.

ვეტერანმა გორში, საკუთარ ბინაში საბრძოლო დიდებისა და ხალხთა მეგობრობის მუზეუმი დაარსა.

ქ. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩა №7-ში დასრულდა ხანძრის შედეგად დაზიანებული მეტალო-პლასტმასის ფანჯრების და კარის დამონტაჟება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით    დასრულდა ქ. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩა №7-ში, დევნილთა ახალი დასახლების ობიექტის I კორპუსში ხანძრის შედეგად დაზიანებული მეტალო-პლასტმასის  ფანჯრების და კარის დამონტაჟება.

 

მხატვარმა დავით ბაძაღუამ თავისი 45 წლის იუბილე პერსონალური გამოფენით აღნიშნა

საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში თანამედროვე ქართველი მხატვრის, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარის დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენა დავით ბაძაღუას 45 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და სიმბოლურად მხატვრის 45 ნამუშევარს წარმოადგენდა. დავით ბაძაღუას, როგორც აფახაზეთის მკვიდრის შემოქმედების ერთ-ერთი უმთავრესი თემაა აფხაზეთი. მის ნამუშევრებს იცნობენ საზღვარგარეთ, სადაც არაერთი გამოფენა ჰქონია. მისი ნამუშევრები დაცულია ამერიკისა და ევროპის ქვეყნების კერძო კოლექციებში. 


გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე დავით ბაძაღუას მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის ლიტერატორთა და ხელოვანთა შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარე მანონ ბულისკერია. დავით ბაძაღუას შემოქმედების თავისებურებებზე, მის განსაკუთრებულ ხელწერასა და მუდმივი მაძიებლობის იშვიათ ნიჭზე ისაუბრეს ხელოვნებათმცოდნეებმა ქეთი ახობაძემ და დავით ანდრიაძემ, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ. გამოფენის გახსნას უძღვებოდა მხატვარი ზურაბ ჭედია. გამოფენას ასევე ესწრებოდნენ საქართველოსა და აფხაზეთის მხატვართა კავშირების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ხელოვნებისმოყვარულები.