შეხვედრაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორე ჭუაძე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია გვაზავა, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და მათი განხორციელების გზებზე ისაუბრეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრ მიკისკას შეხვდა.
ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
რუსლან აბაშიძემ ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე.
მთავრობის თავმჯდომარემ ჩეხ დიპლომატთან ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ, ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროებში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე „პროფესიული განათლება წარმატებისთვის“ გამოფენას დაესწრო. გამოფენა პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“ ღია სივრცეში გაიმართა, სადაც მომავალ სტუდენტებსა და დამსაქმებლებს სამშენებლო ინჟინერიის ის პროფესიები გააცნეს, რომელთა შესწავლა კოლეჯში იქნება შესაძლებელი.
ღონისძიება გახსნეს და სიტყვით გამოვიდნენ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი როინ (მათე) ტაკიძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო კერძო სექტორის საინფორმაციო სტენდებიც. სკოლის მოსწავლეთათვის გაიმართა სპეციალური აქტივობა - აღმოაჩინე ახალი პროფესია, დამთვალიერებელს ინტერაქტიულ პროცესში 10-ზე მეტი პროფესიის გაცნობის შესაძლებლობა მიეცა.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა საპანელო მოხსენება თემაზე „საჯარო და კერძო თანამშრომლობა სამშენებლო სფეროს მაგალითზე“.
გამოფენას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია ესწრებოდა.
ამჯერად ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში მცხოვრებ დევნილებს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი, თანამშრომლებთან ერთად შეხვდა. აფხაზეთიდან დევნილებმა სამინისტროს მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული პრობლემებიც მოისმინეს და მათი გადაჭრის შესაძლებლობები განიხილეს. სამინისტრო ტერიტორიული ორგანოებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთანაც გამართავს.
ამავე პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ცენტრში მოწვეულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსმა ნესტან ბაგაურმა აფხაზეთის უძველესი ხელნაწერები გააცნო.
ახალგაზრდებს ლექცია თემაზე: ,,აფხაზეთი შუა საუკუნეებში - აფხაზთა სამეფო" წაუკითხა ცენტრის სამეცნიერო-ანალიტიკური და საგამომცემლო-სარედაქციო განყოფილების უფროსმა შალვა გლოველმა.
ახალგაზრდები ასევე გაეცნენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოქმედი სარესტავრაციო ლაბორატორიის საქმიანობას და ქაღალდის აღდგენის ვორქშოპში მიიღეს მონაწილეობა.
დასასრულ ყველა სტუმარს ცენტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდში აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების განმუხურის საჯარო სკოლის და ახალკახათის აფხაზეთის მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ღონისძიება აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „მიზნობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
სამედიცინო აქციაში თბილისის წამყვანი კლინიკების და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო შემოწმება და ექოსკოპიური გამოკვლევა (ენდოკრინულ დაავადებათა სკრინინგი, ტანდეგობის დარღვევის გამოვლენა, პირის ღრუს დაავადებათა და მხედველობის დაავადებათა სკრინინგი) ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი და ნებაყოფლობითი, COVID-19-ის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება. დადებითი პასუხის მქონე პაციენტებზე ბინაზე მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული მედიკამენტების ნაკრები გაიცა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მოსწავლეებს პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ.
სამედიცინო აქცია ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი განმუხურის საჯარო სკოლაში, სოფელ ახალკახათის აფხაზეთის N14 საჯარო სკოლასა და ქ.ზუგდიდის აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „მიზნობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის პროგრამის“ ფარგლებში, სამედიცინო აქციაში თბილისის წამყვანი კლინიკების და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო შემოწმება და ექოსკოპიური გამოკვლევა (ენდოკრინულ დაავადებათა სკრინინგი, ტანდეგობის დარღვევის გამოვლენა, პირის ღრუს დაავადებათა და მხედველობის დაავადებათა სკრინინგი) ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი და ნებაყოფლობითი, COVID-19-ის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება. დადებითი პასუხის მქონე პაციენტებზე ბინაზე მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული მედიკამენტების ნაკრები გაიცა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მოსწავლეებს პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ.
სამედიცინო პროგრამა ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საბერძნეთის (კუნძულების) UNESCO-ს პრეზიდენტს, იუნესკოს კლუბების, ცენტრებისა და ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრს (WFUCA) ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, იოანეს მარონიტისს შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვის მიზნით იმყოფება.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სტუმარს მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივები გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ და კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი გააცნეს.
შეხვედრის მონაწილეებმა კულტურის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრომ პირველადი ფინანსური დახმარება გაუწია ხანძრით უკიდურესად დაზარალებულთა ოჯახებს. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს სახლების აღსადგენად საჭირო მასალებისთვის მიზნობრივი ვაუჩერი გადაეცათ. ხოლო იმ დაზარალებულ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანძრის შედეგად არასაცხოვრებელი ნაგებობები დაეწვათ, მატერიალური დახმარება გაეწია.
ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის შესწავლისა და აღმოფხვრის მიზნით შექმნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო კომისია ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად კვლავ აგრძელებს ინტენსიურ კომუნიკაციას ხანძრით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობასთან და რეგულარულად მუშაობს მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა, ლევან თევზაიამ და საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ხათუნა საგანელიძემ. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებასა და სარეაბილიტაციო-სპორტული პროექტების განხორციელებას. ასევე, დევნილ არასრულწლოვან შშმ პირთა ჩართვას პარასპორტის სხვადასხვა სახეობებში, მათი რეაბილიტაციისა და სპორტის სახეობების შესწავლის მიზნით. თანამშრომლობის მიზანია საქართველოში პარასპორტის სახეობების განვითარება და ხელშეწყობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ეწვია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი იოანეს მარონიტისი - საბერძნეთის (კუნძულების) UNESCO-ს პრეზიდენტი, იუნესკოს კლუბების, ცენტრებისა და ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ( WFUCA) ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
სტუმარს შეხვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია.
იოანეს მარონიტისის საქართველოში ვიზიტის მიზანია საბერძნეთის (კუნძულების) UNESCO ოფიცილური წარმომადგენლობის გახსნა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვა. ის სწორედ ამ თვალსაზრსით გაეცნო აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებს - გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთს“, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს და მათთან თანამშრომლობის პერსპექტივები ჩაინიშნა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ორგანიზებით 2021 წლის 8 ივნისს ZOOM პლატფორმის საშუალებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ბექა ძამაშვილთან.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი, მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი ავთანდილ ხაზალია, მინისტრის აპარატის თანამშრომლები და სტაჟიორები.
შეხვედრაზე, ბატონმა ბექა ძამაშვილმა იმ ისტორიულ გამარჯვებაზე ისაუბრა, რომელიც საქართველომ 2021 წლის 21 იანვარს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით მიაღწია.
საუბარი შეეხო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საჭირო იმ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აქვს დაგეგმილი და ამ ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე არაღიარების პოლიტიკისა და ქვეყნის დეოკუპაციის პროცესისათვის.
შეხვედრის მონაწილეებმა, ყურადღება გაამახვილეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვარის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველომ რუსეთს დავა კომპენსაციის ნაწილშიც მოუგო.
მონაწილეებმა განიხილეს, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლისა და ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების ძირითადი ასპექტები.
შეხვედრის მიზანია სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალში არსებული გამოწვევების თეორიული და პრაქტიკული ანალიზი.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინეტრგაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციის – „აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ მიერ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის – „აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარე გიორგი შერვაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე შორენა ახალაია, დამფუძნებელი და გამგეობის წევრი მარინა ხანთაძე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე.
მონაწილეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად არსებული მდგომარეობა, ისაუბრეს ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე.
„ძალიან პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
შეხვედრაზე განვიხილეთ სტუდენტების საინტერესო ინიციატივები. ახალგაზრდებმა გამოხატეს სურვილი მეტი აქტიურობით ჩაერთონ სამშვიდობო პროცესების ხელშემწყობ ღონისძიებებში.
სტუდენტებს გავუზიარე, აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხებზე ხედვები, მოსაზრებები და გავაცანი, ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.
მსგავსი შეხვედრები არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ვიმსჯელებთ და დავგეგმავთ ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს აფხაზ და ქართველ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენასა და შერიგებას.“ - აღნიშნა დავით ფაცაციამ
შეხვედრების მიზანია ოკუპაციის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის და მისი მოგვარების გზების მოძიების პროცესში ახალგაზრდების მეტი ჩართულობის ხელშეწყობა.