- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადაეცათ.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
სურსათი ასევე კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს გადაეცემათ.
შიდა ქართლის რეგიონში აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს უშუალო მონაწილეობით განხორციელდა.
კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს მთავრობის სტრატეგიიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით შეიქმნა სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს სახით, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის სასურსათო დახმარების პროგრამა განახორციელოს.
მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.
პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი ბენეფიციარებს მთელი საქართველოს მასშტაბით გადაეცემათ. დარიგების პროცესში აქტიურ მონაწილეობას სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები მიიღებენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ მრვალშვილიან ოჯახებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადასცა.
დღესვე რუსლან აბაშიძემ ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი, აფხაზეთიდან დევნილი ვლადიმერ (სიომა) ბარქაია მოინახულა და სასურსათო პროდუქტი გადასცა.
.პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების დარიგების აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. პროდუქტს 10000-მდე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველი პირი მიიღებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს მთავრობის სტრატეგიიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შეიქმნა სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს სახით, რომელიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით უზრუნველყოფს ერთიანი პოლიტიკის გატარებას და იძულებით გადაადგილებულ პირთა აქტიურ დახმარებას.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსის პრევენციისთვის არაერთი ღონისძიება განხორციელდა. დახმარება გაეწიათ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში არსებულ დევნილთა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობით ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და გადაეცათ სადეზინფექციო დისპენსერები.
მომდევნო დღეების განმავლობაში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 10 000-მდე ბენეფიციარს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადაეცემათ. დარიგების პროცესში აქტიურ მონაწილეობას სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები მიიღებენ.
ასევე, აღდგომის დღესასწაულზე დევნილებს სადღესასწაულო ნობათები და აფხაზეთის მთავრობის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ბზის ნერგები დაურიგდებათ. აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები უერთდებიან „ქართული ოცნების“ ინიციატივას და სახელფასო ანაზღაურებიდან თანხის ნაწილს კორონოვირუსთან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავენ.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ხელფასების ნაწილი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ. აფხაზეთის მთავრობის პარალელურად სოლიდარობის აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოც ერთვება. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ და წვლილი შევიტანოთ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში“ -განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
- ☎️ 143 ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან
- ☎️ 2371998 ან 591634226 ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან
- ☎️ (+995 32) 2371998 ან (+995) 591634226 საზღვარგარეთის ქვეყნებიდან
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა. მოხალისეობის მსურველები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში ტრეინინგებს გაივლიან, გადამზადების შემდეგ მოწყვლად და კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის დახმარებას უზრუნველყოფენ.
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს არამუდმივი წევრების შერჩევა მიმდინარეობს. წევრების შერჩევა არასახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პირებისაგან მოხდება.
კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაციების საქმიანობის ერთ-ერთი სფერო უნდა იყოს: ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ხელშეწყობა, დევნილთა უფლებების დაცვა, ჟურნალისტიკური ან/და ანალიტიკური საქმიანობა.
კანდიდატურის წარდგინებას თან უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი განათლებისა და ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთების ასლები და უნდა არსებობდეს კანდიდატის წერილობითი თანხმობა.
დოკუმენტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში წარდგენილ უნდა იქნეს მთავრობის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@abkhazia.gov.ge აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით მდინარე ენგურის ცენტრალურ ხიდთან ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალი მორიგეობს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ ოკუპირებული ტერიტორიიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ორივე მიმართულებით მოძრავი მოქალაქეების ახალ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მდებარე დევნილთა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. იმერეთის რეგიონში სამუშაოები ჩატარდა ს/ს ინტურისტსა (ხვამლი) და სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დეზინფექცია ზუგდიდის ვექტორის დასახლებსა და სენაკის სამხედრო დასახლებაში განხორციელდა.
მომდევნო დღეებში სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა სხვა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებშიც ჩატარდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანი ჯვარის დევნილთა ამბულატორიაში იმყოფებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ იქ არსებულ მდგომარეობას და ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის განსახორციელებელ ღონისძებებზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარებულ ე. წ. არჩევნებს სამართლიანად გმობს მსოფლიოს პროგრესული საზოგადოება, რომელიც არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და მას იმ საზღვრების შემადგენელ ნაწილად განიხილავს, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული. აქედან გამომდინარე, იგი არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ ე.წ. ახალი რეალობის სამართლებრივად დამკვიდრების მცდელობებს.
ბუნებრივია, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებაც, ისევე, როგორც სრულიად საქართველო, ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პირობებში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს, ვინაიდან იგი ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას, მაშინ, როდესაც აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილის უფლებები უხეშად ირღვევა რუსეთის ფედერაციის და მათ მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული რეჟიმის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად. ერთმნიშვნელოვნად ცხადია - აფხაზეთში დღეს მიმდინარე პროცესები სხვა არაფერია, თუ არა მორიგი ძალადობა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აფხაზეთის საზოგადოების მიმართ.
აქვე მინდა განვაცხადო, რომ აფხაზეთის მთავრობა, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მზად არის, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს სრული დახმარება აღმოუჩინოს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც უშუალოდ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით.
მსოფლიოში შექმნილი დღევანდელი, ახალი რეალობიდან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო ენგურის იმ მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს - განვავითაროთ ურთიერთობები, ვიფიქროთ მომავალზე და ერთობლივად ვეძებოთ საერთო მიდგომები და გზები არსებული ვითარებიდან მშვიდობიანი გამოსავლის საპოვნელად!
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით თბილისში მდებარე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა თბილისის ზღვაზე მდებარე ჩასახლებებში „ქართლი“, „ოქროს საწმისი“ და „ტურბაზა“. ასევე, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ტერიტორიაზე კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის ხელის სადეზინფექციო დისპენსერები დამონტაჟდება.
მომდევნო დღეების განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოები თბილისში, იმერეთისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონებში მდებარე მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში ჩატარდება.
დღეს, 1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
15-16 მარტს აფხაზეთში სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და იძულებული გახადა უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს.
1. ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით დადგენილი წესის მიხედვით პირის თვითიზოლაციაში მოხვედრისას დაცული უნდა იყოს შემდეგი წესები:
ა) იზოლაციაში ყოფნა დაავადების გამომწვევთან ექსპოზიციის ბოლო თარიღიდან 14 დღის განმავლობაში და საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლი;
ბ) თვითიზოლაციის სივრცეში აკრძალულია ვიზიტორების და სტუმრების მიღება;
გ) დასაშვებია არაპირდაპირი კონტაქტით საკვების გადაცემა.
დ) საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტის მინიმუმამდე შეზღუდვა. 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე დიდ ხანს არაა დასაშვები.
ე) იზოლაციის პერიოდში განცალკევებული ჭურჭელის (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცის, საწოლის ქონა;
ვ)სატელეფონო კავშირი და ინტერნეტით სარგებლობა არაა შეზღუდული:
ზ)თვითიზოლაციის პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი უწყებები განახორციელებენ მონიტორინგს. ჯანმრთელობის მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს უშუალო კონტაქტის გარეშე - ტემპერატურის თვითგაზომვით, სიმპტომების გამოვლენისას - თვითანგარიშგებით;
თ) ცხელების და ან რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსგავსი კლინიკური ნიშნების შემთხვევაში, ინფექციური პროფილის სტაციონარისთვის დაუყოვნებლივ მიმართვა;
ი) არაგადამდები დაავადების (მაგ; ქირურგიული, გინეკოლოგიური და სხვა) სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში ტრანსპორტირება განხორციელდება სპეციალური ავტოტრანსპორტით, და სტაციონარში განთავსება ბოქსირებულ პალატაში საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე;
კ) თამბაქოს, ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების გამოყენებისგან თავის შეკავება;
ლ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა - ჯანსაღად კვება, დასვენება, ფიზიკური აქტივობა და სოციალური კონტაქტის შენარჩუნება ძვირფას ადამიანებთან; სახლში და ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით ოჯახის სხვა წევრებსა და მეგობრებთან კონტაქტი
2. თუ თვითიზოლაციაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი შედეგების მქონე ცნობა.