- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთიის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა მიმდინარეობს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა ფოთში, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცეს. სასურსათო დახმარება ფოთში მცხოვრებმა 432 დევნილმა მიიღო.
სასურსათო აქციის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეგიონში დახმარებას 3000-მდე ბენეფიციარი მიიღებს.
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით იმერეთის რეგიონში დევნილი მოსახლეობისთვის სასურსათო დახმარება გრძელდება. კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პირები პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს და სააღდგომო ნობათს მიიღებენ.
დღეს ქუთაისის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი იმყოფებოდნენ, რომლებმაც განსაკუთრებული რისკის ჯგუფში შემავალ ბენეფიციარებს სასურსათო პროდუქტები ადგილზე მიუტანეს. დღის განმავლობაში ქუთაისში სასურსათო დახმარება 674 ხანდაზმულს გადაეცა.
დახმარებას იმერეთის რეგიონში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული 1500 -მდე ბენეფიციარი მიიღებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც კარანტინის ზონაში მოქცეული ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტები მიიტანეს. ღონისძიებაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დღესვე მთავრობის წარმომადგენლებმა თეთრიწყაროსა და მამკოდის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასურსათო აქციის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 300-მდე ბენეფიციარი მიიღებს დახმარებას.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, ქალაქ მცხეთაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცეს.
მცხეთაში ასევე მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასურსათო აქციის ფარგლებში პროდუქტს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული 30 ბენეფიციარი მიიღებს.
თბილისში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას განაგრძობს. სამუშაოების მეორე ეტაპზე დეზინფექცია ჩუღურეთის (13 ობიექტი), მთაწმინდისა (5 ობიექტი) და კრწანისის (8 ობიექტი) რაიონებში მდებარე ობიექტებზე განხორციელდა. სამუშაოებს სსიპ „აფხაზეთის გარემოს, გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტო“ ახორციელებს.
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.
COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ქალაქ ხონში მდებარე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლების 17 ობიექტზე სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა.
დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, თბილისში დევნილი მოსახლეობისთვის სურსათის გაცემა დაიწყო. კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ აფხაზეთიდან დევნილებს პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები, სააღდგომო ნობათი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი კოლხური ბზის ნერგი გადაეცემათ.
სასურსათო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით მომავალ დღეებშიც გაგრძელდება და დახმარებას კომპაქტურად ჩასახლებული 70 წელს გადაცილებული განსაკუთრებული რისკის ჯგუფში შემავალი 4060 დევნილი მიიღებს.
აფხაზეთიის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, იმერეთის რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა მიმდინარეობას. პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი და სააღდგომო ნობათი წყალტუბოს კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ აფხაზეთიდან დევნილ 270 ადამიანს გადაეცა.
სასურსათო აქცია მომავალი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება და იმერეთის რეგიონში დახმარებას 1456 ბენეფიციარი მიიღებს.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ჩართულობით იმართება.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქალაქ ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცა.
ბარამიას ქუჩაზე ასევე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორია, რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი და დავით ვერავა, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი.
დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები კომბინატის დასახლებაში იმყოფებოდნენ და დევნილ ბენეფიციარებს სურსათი და სააღდგომო ნობათი მიუტანეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სასურსათო აქცია მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება. პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტს სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით (ქალაქი ზუგდიდი, ქალაქი ფოთი, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, სენაკის, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტები) 70 წელს გადაცილებული 2725 ბენეფიციარი მიიღებს.
აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ჩართულობით იმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ, სადაც ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ ვითარებას.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით მდინარე ენგურის ცენტრალურ ხიდთან დევნილთა პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალი ორ კვირაზე მეტია 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს და ყველა მოქალაქეს ახალ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმებას უტარებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ 161 ბენეფიციარს, რომლებიც განსაკუთრებულ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადაეცათ.
ღონისძიებაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები უკვე დასრულდა გლდანის (27 ობიექტი), დიდუბის (16 ობიექტი) და ნაძალადევის (7 ობიექტი) რაიონებსა და დაბა წყნეთში (28 ობიექტი). მომდევნო დღეების განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოები თბილისის ყველა დარჩენილ რაიონში ჩატარდება. სამუშაოებს სსიპ „აფხაზეთის გარემოს, გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტო“ ახორციელებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი ლილოს დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ფარულავების ოჯახს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი და „აფხაზეთის სულიერების ცენტრის“ მიერ ბავშვებისთვის გაგზავნილი სასაჩუქრე ყუთები გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები გლდანში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდნენ, რომელიც კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების გამო რამდენიმე დღეა კარანტინში იმყოფება. მთავრობის წარმომადგნელებმა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ასევე 5-9 წლამდე ასაკის 19 მოზარდს „აფხაზეთის სულიერების ცენტრის“ მიერ გადმოცემული სასაჩუქრე ყუთები დაურიგდათ.