აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ოჯახებს სადღესასწაულო ნობათი გადასცა

ნუცუბიძის პლატოზე კომპაქტურად  ჩასახლებულ  25 დევნილ ოჯახს   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აქციის  „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში    სადღესასწაულო ნობათები გადასცა და დამდეგი შობის დღესასწაული მიულოცა.

აქციას აფხაზეთის  მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია  ესწრებოდნენ.

2017-01-04    |   
სოხუმის საკათედრო ტაძარს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ   სოხუმის საკათედრო ტაძარს (ქ. სოხუმი, 4 მარტის/ლესელიძის ქუჩა) უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

სოხუმის საკათედრო ტაძარს ეს სტატუსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შესაბამის საბჭოსადმი წერილობითი  მიმართვისა  და მომზადებული სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე მიენიჭა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ  ქ. სოხუმის საკათედრო ტაძარი ამ დრომდე არ იყო შეტანილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. ამგვარი კვლევა კვლავაც გრძელდება და სავარაუდოდ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აფხაზეთში მდებარე კიდევ არაერთ ძეგლს მიენიჭება.

ვახტანგ ყოლბაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 84 წლის იუბილეს ულოცავს

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მსურს მოგილოცოთ დაბადების დღე.

გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და კვლავინდებურად სულიერი სიძლიერე ქართველი ერის გასამხნევებლად, ქართული სამოციქულო ეკლესიის მრევლის რწმენაში განსამტკიცებლად და დედა სამშობლოს კეთილდღეობისთვის თქვენი ღვთივსათნო ლოცვების აღსავლენად, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს იძულებით დანაწევრებულ ქვეყანას.

განუზომლად დიდია თქვენი ამაგი ქართული სულის გამოცოცხლებაში, ეროვნულ იდენტობასთან დაბრუნებასა და უმეცარი შვილების შერიგების ხანგრძლივ პროცესში.მაგრამ, თქვენი მამობრივი სიყვარულით აღსავსე ღვაწლს თავისი წვლილი შეაქვს ერთიანი, ძლიერი და ტოლერანტული ფასეულობების მქონე სახელმწიფოს შენებაში.

მსურს განგიახლოთ ჩემი პატივისცემა და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დაბადების დღე.

ღმერთმა გიმრავლოთ სიცოცხლის დღენი.

დევნილთა საქმეების დეპარტამენტი ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი ულოცავს საქართველოს პატრიარქს, მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების 84-ე და  აღსაყდრების  39 -ე  წლის იუბილეს!

   უფალმა მოგმადლოთ დღეგრძელობა, მზეგრძელობა, ჯანმრთელობა, სულიერი მხნეობა და ძალა ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ!

დევნილი ბავშვები პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე

2017 წლის 3 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელშეწყობით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული რვიდან თორმეტი წლის  ასაკის  30 ბავშვი დაესწრო   საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმს.  პატარებს საყვარელი ზღაპრების პერსონაჟები, თოვლის ბაბუა და ნამდვილი საახალწლო მასკარადი შესთავაზეს.   წარმოდგენის შემდეგ ყველა ბავშვს საახალწლო საჩუქარი გადაეცა.

სოხუმის საკათედრო ტაძარს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ   სოხუმის საკათედრო ტაძარს (ქ. სოხუმი, 4 მარტის/ლესელიძის ქუჩა) უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

სოხუმის საკათედრო ტაძარს ეს სტატუსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შესაბამის საბჭოსადმი წერილობითი  მიმართვისა  და მომზადებული სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე მიენიჭა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ  ქ. სოხუმის საკათედრო ტაძარი ამ დრომდე არ იყო შეტანილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. ამგვარი კვლევა კვლავაც გრძელდება და სავარაუდოდ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აფხაზეთში მდებარე კიდევ არაერთ ძეგლს მიენიჭება.

ვახტანგ ყოლბაია ქართველ და აფხაზ ხალხს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს

მინდა დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო მთელ საქართველოს, ჩვენს დევნილ მოსახლეობას. წელსაც, სხვა წლების მსგავსად, ვუსურვებ ჩემს თანამემამულეებს იქ, აფხაზეთში გვეზეიმოს შემდეგი ახალი წელი. იქ, სადაც ჩვენი მამა-პაპისეული სახლია, იქ, სადაც ჩვენი მიწა, ჩვენი ეზო-კარი გველოდება. მე მინდა ჩემს ძირძველ მოსახლეობას, ჩემს აფხაზ თანამემამულეებს, აფხაზ მეგობრებს, ძმებს, დებს, მეზობლებს, ყოფილ თანაკურსელებს, თანაკლასელებს, მივულოცო დამდეგი 2017 წელი. ღმერთმა დაგლოცოთ და უფალი იყოს ჩვენი და თქვენი მფარველი.

ვახტანგ ყოლბაია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

ცირკში გამართულ სანახაობას აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი 70 ბავშვი დაესწრო

2016 წლის 30 დეკემბერს  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს  რაიონის გამგეობისა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების ორგანიზებით ცირკში გამართულ სანახაობას დაესწრო აფხაზეთიდან   დევნილი, სოციალურად დაუცველი  70  ბავშვი.

ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს საახალწლო ნობათები გადასცა

საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის თავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ ომის ვეტერანებსა და ახალი რაიონის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათები გადასცეს.

ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. ვახტანგ ყოლბაია ქალაქ ჯვარში ომის ვეტერან ელდარ უბილავას ოჯახს ესტუმრა და 9 წლის შშმ გოგონას საჩუქრად ეტლი და ტკბილეული გადასცა. ასევე პირველად განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტუმრობა სოფელ ფოცხოეწერში სადაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თანმხლებ პირებთან ერთად კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და იქ არსებულ პრობლემებს გაეცნო, მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ბავშვებს ტკბილეული გადასცა.

შეხვედრებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, წალენჯიხის გამგებელი ბესიკ ფარცვანია და ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორი გოჩა ლიპარტია მონაწილეობდნენ.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში დევნილი ბავშვებისთვის საახალწლო წარმოდგენა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დევნილი პატარებისა და მოზარდებისთვის ტრადიციულად საახალწლო ზეიმი მოაწყო.

ორი დღის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში წარმოდგენასაახალწლო ზღაპარი გაიმართა, რომელშიც . არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის მოსწავლეები მონაწილეობენ.

წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

წარმოდგენის დამთავრების შემდეგ ბავშვებს დაურიგდებათ საახალწლო საჩუქრები.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით დევნილი მოსახლეობისათვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და „ტერაბანკის" ფინანსური მხარდაჭერით, მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში სოციალურად დაუცველ 550 დევნილ ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

აქციაში ჩართულნი იყვნენ ქალაქ თბილისის მერია, ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, კერძო პირები და მოხალისეები .

მოძრაობის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში პროდუქტი დაურიგდათ სოციალურად დაუცველ შემდეგ კატეგორიებს: მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებსა და ვეტერანებს, აფხაზეთის ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურად აფხაზ ოჯახებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, ომში შვილდაღუპულ დედებს.

საქველმოქმედო აქცია წელს მეხუთედ იმართება და მისი მიზანი ადამიანებისადმი თანადგომა და საქართველოში მოხალისეობის კულტურის დანერგვაა.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით დევნილი მოსახლეობისათვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და „ტერაბანკის” ფინანსური მხარდაჭერით, მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე” ფარგლებში სოციალურად დაუცველ 550 დევნილ ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

    აქციაში ჩართულნი იყვნენ ქალაქ თბილისის მერია, ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, კერძო პირები და მოხალისეები .

   მოძრაობის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე” ფარგლებში პროდუქტი დაურიგდათ სოციალურად დაუცველ შემდეგ კატეგორიებს: მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებსა და ვეტერანებს, აფხაზეთის ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურად აფხაზ ოჯახებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, ომში შვილდაღუპულ დედებს.

   საქველმოქმედო აქცია წელს მეხუთედ იმართება და მისი მიზანი ადამიანებისადმი თანადგომა და საქართველოში მოხალისეობის კულტურის დანერგვაა.

2016-12-25    |   
საერთაშორისო პროექტი – „კულტურათაშორისი დიალოგი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში“, ქ. ბათუმში გაგრძელდა

საერთაშორისო პროექტმა – „კულტურათაშორისი დიალოგი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში“, რომელიც აფხაზეთის მთავრობასა და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე განახორციელა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა, იტალიაში, კერძოდ კი ქ. ფლორენციაში, ამჟამად ქ. ბათუმში გადმოინაცვლა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერო სკოლა „გორდა”-ს ორგანიზებით ღონისძიება სახელწოდებით „საერთო წარსულით, საერთო მომავლისკენ” გაიმართა, რომელიც მდიდარი ქართულ-აფხაზური კულტურის წარმოჩენას ემსახურებოდა.
ღონისძიებაზე სკოლის აღსაზრდელებმა დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის თემაზე შექმნილი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის” დამფუძნებელი ნათელა დუმბაძე, სკოლა „გორდა”-ს დირექტორი ნინო მურვანიძე, ხოლო მწერალ ანზორ კუდბას დაბადების დღე მიულოცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები და აჭარაში მცხოვრები აფხაზები ესწრებოდნენ.