რუსთავში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა რუსთავში, ფალიაშვილის ქ. №24ა-ში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები მოინახულეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ, აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

აქცია პროექტის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის ინიციატივით, რუსთავის მერიისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორგანიზებით მოეწყო.

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმათა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით სოფელ ვარიანში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გვირგვინით შეამკეს იაკობ გოგებაშვილის ძეგლი. მუზეუმის ეზოში მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია მოეწყო. ასევე ჩატარდა სპორტული და გასართობი თამაშები, გაიმართა კონკურსი ქართულ კალიგრაფიაში. 

ღონისძიებას დაესწრნენ  და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა  ვახტანგ ყოლბაიამ,  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, მთავრობის წევრებმა და მუზეუმის დირექტორმა ნათია ადუაშვილმა. იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში იმყოფობედნენ ვარიანის ტერიტორიული ორგანოს მაჟორიტარი  დეპუტატი ზვიად დავითიძე და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ვახტანგ ბერკაციშვილი.

დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლები, ასევე ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების  აზერბაიჯანული სკოლებისა და კახის რაიონის საშუალო სკოლის მოსწავლეები, სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოზარდები, ვარიანის ქორეოგრაფიული ანსამბლი. 

ღონისძიების მხარდამჭერებია: ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაცია,  მოსწავლეთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთის", ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ჰერეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „ქურმუხული".

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთი"-ის ორგანიზებით გაიმართა.

აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში სააღდგომო ნობათების დარიგება გრძელდება

 

სამეგრელოს რეგიონში ჩასახლებულ დევნილებს, საქველმოქმედო აქციის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტში ბადრი სანაიამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად სააღდგომო ნობათი გადასცა.

სააღდგომო საჩუქრები ასამდე დევნილ ოჯახს გადაეცა აბაშის, სენაკის, ხობის, მარტვილის მუნიციპალიტეტში. ნობათები დაურიგდათ N64 პროფსასწავლებელში, ინდიკო სანაიასა და ტაბიძის ქუჩებზე, სახარბედიოში, ,,რკინიგზის ბინებში", ახალსოფელსა და ,,ახალსოფლის მეურნეობაში" ჩასახლებულ 40-მდე დევნილ ოჯახს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევის სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ საქველმოქმედო აქციაში აქტიური მონაწილეობისათვის აფხაზეთის მთავრობის სერთიფიკატებით დააჯილდოვა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჯიშკარიანი, ,,საქართველოს ბანკი" ,,TBC" ბანკი, მიკროსაფინასო ორგანიზაცია ,,კრედო"-ს სენაკის სერვისცენტრები, შპს ,,ვისტა 2010" და აფხაზეთის მე-7 საჯაროს სკოლის წარმომადგენლები.

ვახტანგ ყოლბაიამ ზოგდიდში მცხოვრებ დევნილებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ზუგდიდში, მთავრობის წარმომადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს და სხვადასხვა კატეგორიის დევნილ ოჯახებს სააღდგომოდ აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში სააღდგომო ნობათი დაურიგდათ.

ზუგდიდში, საქველმოქმედო აქციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ყოლბაიამ დევნილებს სააღდგომო ნობათი გადასცა.

ღონისძიება მოძრაობავიზრუნოთ ერთმანეთზეაქციის ფარგლებში ჩატარდა. სააღდგომო ნობათი დაურიგდათ რუსთავში მცხოვრებ სხვადასხვა  კატეგორიის 30 დევნილ ოჯახს, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს  და სხვა.

შეგახსენებთ, რომ გასული ორი დღის მანძილზე, აფხაზეთის ხელისუფლებამ სააღდგომო ნობათი ასევე დაურიგა თბილისის სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს.

რუსთავში იმყოფებოდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ დემურ კეკელია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე მდებარე 9 აპრილის   მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპული გმირების  ხსოვნას.

26 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

„ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სააღდგომო ნობათი დაურიგდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ  მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ. აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია პირადად ესტუმრნენ და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით სურსათ - სანოვაგე მიიღეს სამტრედიაში, ხონში, ზესტაფონში, ტყიბულში, საჩხერეში, წყალტუბოსა და ქუთაისში მცხოვრებმა 100-მდე სხვადასხვა კატეგორიის დევნილმა ოჯახმა.

სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანეობამ აქციის ფარგლებში შემოსული სააღდგომო ნობათი გადასცა ზუგდიდში, ხობში, სენაკში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ფოთში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს.

საერთო ჯამში დახმარება მიიღო 200 მდე სხვადასხვა კატეგორიის იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა. აქციაში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და კერძო პირები. განსხევავებით წინა აქციისგან აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თითოეული თანამშრომელი აქტიურად ჩაერთო სააღდგომო საქველმოქმედო აქციაში და მოკრძალებული წვლილი შეიტანა ნობათების შეძენის პროცესის ორგანიზებაში.

აქცივიზრუნოთ ერთმანეთზეფარგლებში შემოსული პროდუქტი დაურიგდათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს და სხვადასხვა კატეგორიის დევნილ ოჯახებს.

აფხაზეთის ხელისუფლება დევნილთათვის სააღდგომო ნობათის დარიგებას აგრძელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში, დიდუბის რაიონში, ვანის ქუჩა №7-სა და წერეთლის გამზირის №72-ში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სააღდგომო ნობათები გადაეცა.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აქცია გრძელდება და სააღდგომო ნობათს რეგიონებში ჩასახლებული დევნილებიც მიიღებენ. მისივე განცხადებით, შარშანდელთან შედარებით, წელს ღონისძიება ბევრად უფრო ორგანიზებულია.

„დევნილთათვის სააღდგომო ნობათის დარიგების პროცესი გასულ წელთან შედარებით უფრო ორგანიზებულია. არ იყო აჟიოტაჟი, გაუგებრობა, შეუთანხმებლობა. ყველამ იცოდა, რომელ საათზე უნდა მოსულიყო.  მაგალითად, 11 საათზე მოდიან ომის ვეტერანები, 1-ზე მრავალშვილიანები და ა.შ. ამან განაპირობა, რომ ყველაფერმა ზედმეტი მღელვარების გარეშე ჩაირა. მომავალში  ყველაფერი უფრო მეტად დაიხვეწება და ნობათის დარიგების დღე უხმაუროდ ჩაივლის. ამავე ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ კიდევ გვექნება შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეოპარტამენტისაგან დევნილებისათვის სააღდგომო ნობათი

ამა წლის 8 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ წამოწყებულ აქციას შეუერთდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი, რომელმაც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სააღდგომო ნობათი გადასცა. რომელმაც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სააღდგომო ნობათი გადასცა.

აფხაზეთის ხელისუფლების ორგანიზებით დევნილებისთვის მორიგი სქველმოქმედო აქცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში 750 -მდე დევნილ ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმოამდგენლები იძულებით გადაადგილებულ პირებს ხარების ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომოდ სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა დაესწრნენ.

აქციაში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და კერძო პირები. განსხვავებით წინა აქციისგან აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თითოეული თანამშრომელი აქტიურად ჩაერთო სააღდგომო საქველმოქმედო აქციაში და მოკრძალებული წვლილი შეიტანა ნობათების შეძენის პროცესის ორგანიზებაში.

მოძრაობის ფარგლებში, 5 თებერვლიდან მიმდინარეობდა სურსათ-სანოვაგისა და აუცილებელი პირველადი საშუალებების შეგროვება. აქციის ფარგლებში შემოსული პროდუქტები დაურიგდათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს და ა.შ. დევნილებს სააღდგომო ნობათი ხვალაც დაურიგდებათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აქტიური ჩართულობისათვის ყველა ორგანიზაციას, ინდივიდუალურ მონაწილეს, აფხაზეთის მთავრობის წევრებს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კომპანიებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შესაბამის სერთიფიკატები გადასცა.

მორიგი საქველმოქმედო აქციის მიზანია ადამიანებისადმი თანადგომა და მოხალისეობის კულტურის დანერგვა საქართველოში. დევნილებისთვის სააღდგომო ნობათები საქართველოს რეგიონებშიც დარიგდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის „სოლიდარობის ფონდმა" და მოძრაობამ „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" დევნილი მოსახლეობისათვის პირველი მასშტაბური აქცია საახალწლოდ გამართა. აქციის ფარგლებში 700-მდე დევნილმა ოჯახმა წინასაახალწლოდ საშობაო ნობათი მიიღო.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული კლინიკის პრაქტიკული სამართლის სწავლების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ბაზაზე არსებული, იურიდიული კლინიკის პრაქტიკული სამართლის სწავლების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. მომხსენებლები იყვნენ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტები. პრეზენტაცია აფხაზეთიდან დევნილი სკოლების მე-11-12 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ოთარ ბენიძემ, სოხუმის უნივერისტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ და იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა ლალი გაბისონიამ.

პრეზენტაციის ბოლოს დისკუსია გაიმართა. მომხსენებლებმა მათ მიმართ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ხელნაკეთი სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

ვალერი არქანიას სახელობის გალერეაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი თანატოლების მიერ დამზადებული ხელნაკეთი სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. გამოფენას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლები დაესწრნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ნამუშევრები და ჩაერთნენ ამ საქველმოქმედო აქციაში. ხელნაკეთი ნამუშევრები დამზადდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის ,,შემეცნებითი საგანმანათლებლო პროგრამა შშმ მოზარდებისთვის"ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში, მოზარდებისთვის ჩატარდა შშმ ბავშვების შრომითი უნარ-ჩვევების განვითარების პრაქტიკული კურსი, რომელიც სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებით შემუშავდა. ისინი ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობდნენ სხვადასხვა ჯგუფში, რომელიც ,,ბიბლიოთეკა-კულტურული ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის „თანადგომა"-ის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ბენეფიციარებმა სხვადასხვა მასალის გამოყენებით, ხელნაკეთი სუვენირების დამზადება ისწავლეს.

პროგრამა ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების გონებრივი, ფიზიკური და შემეცნებითი უნარების განვითარებას, მათი სოციუმში ინტეგრაციის პროცესს.

ვახტანგ ყოლბაია ვეტერანების ნამუშევრების გამოფენას დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ვეტერანების ნამუშევრების გამოფენა ჩატარდა. ღონისძიება მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" გაიმართა. გამოფენაზე ნამუშევრები წარადგინა 24-მა ვეტერანმა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა მხატვრებმა.

ხელოვანი ვეტერანები საზოგადოების წინაშე წარდგნენ სხვადასხვა ნამუშევრებით: ფერწერა, ტიხრული მინანქარი, ხეზე კვეთა, ჭედურობა და სხვ. ღონისძიების მიზანია, საზოგადოებაში ვეტერანების წარმოჩენა და პოპულარიზაცია.

ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ვეტერანები, ხელოვნებათმცოდნეები, საზოგადოების სხვა ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოში რუმინეთის ელჩს დუმიტრუ ბადეას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში რუმინეთის ელჩს დუმიტრუ ბადეას შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე. ბატონმა დუმიტრუ ბადეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რუმინეთის მთავრობის მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

ვახტან ყოლბაიამ ელჩს მადლობა გადაუხადა იმ ჰუმანიტარული პროექტებისთვის, რომელსაც რუმინეთი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოში, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე ახორციელებს.

შეხვედრაზე განხილული იქნა მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად რუმინეთის შესაძლო ჩართვა სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტში.

შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა რუმინეთის საელჩოსთან გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს შეხვდნენ

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღელსი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა დღეს, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს ნუგზარ ყიფიანს, მის მოადგილეებს კობა არაბულს, გოჩა ზეიკიძესა  და  მცხეთის რაიონში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ . 

შეხვედრაზე დევნილებმა თავიანთი პრობლემების შესახებ ისაუბრეს - პრობლემები ძირითადად საცხოვრებელი ფართების  საკითხს, ინფრასტუქტურის მოწესრიგებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეეხებოდა. ასევე იმსჯელეს მცხეთა-მთიანეთში დევნილთა დასაქმების პერსპექტივებზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა აგრძელებს დევნილთა პრობლემების განხილვას ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან. მისი თქმით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ხელმძღვანელობისათვის კარგადაა ცნობილი იქ ჩასახლებულ დევნილთა პრობლემები, დღვანდელ შეხვედრაზე კი მათი ერთობლივი გადაჭრის გზებზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრების ცილს, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი მმართველობების ორგანოებთან დევნილთა პრობლემების განხილვას. მსგავსი შეხვედრები უკვე გვქონდა სამეგრელოში, თბილისის მერიასთან, რუსთავში. მინდა აღვნიშნო, რომ დევნილთა პრობლემებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უყურებს და შესაბამისი, შესაფერის დახმარებასაც უწევს, მაგრამ არის პრობლემები, რომელშიც აფხაზეთის მთავრობა და დევნილთა სამინისტროს ჩართვაა საჭირო. ხშირად არსებული ნიუანსები შესაძლოა ზოგადად დიდ რამეს არ ნიშნავდეს, მაგრამ ერთი ოჯახისთვის დიდი პრობლემაა. ჩვენ დღეს აქ საკითხის გადასაწყვეტად არ ვყოფილვართ, დღეს გავეცანით პრობლემებს, რომლებიც აქ არსებობს. მინდა გითხარათ, რომ დევნილთა ის პრობლემები, რომელიც კომპაქტურ ჩასახლებულებში არსებობს, პრაქტიკულად აღნუსხული აქვთ სამხარეო ადმინისტრაციას ბატონი ნუგზარის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტების გამგებლებს, საკრებულოებისს თავმჯდომარეებს. ჩვენ გავიარეთ ეს პრობლემები და ახლა უნდა დავგეგმოთ თუ როგორ მოვაგვაროთ ისინი. არ არის შეუძლებელი პრობლემები, მთავრია ჩვენ ვნახეთ მხარდაჭერა და მხარში ამოდგომის დიდი სურვილი და განწყობა. ამიტომაც, ჩვენ ადგილზე ჩავალთ, რათა შევუმსუბუქოთ ამ ხალხს ყოფა, დევნილთა სამინისტროსგან გვაქვს მხარდაჭერა და ეს უმნიშვნელოვანესია“. - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.