საქართველოს პარლამენტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი და მემორიალური დაფა გაიხსნა

ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პარლამენტში პირველი ეროვნული გმირის სახელობის დარბაზი და მემორიალური დაფა გაიხსნა.

მემორიალური დაფა და დარბაზი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟიული შარტავას ოჯახის წევრებთან ერთად გახსნა და საქართველოს ეროვნული გმირის თავდადების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

საქართველოს ეროვნული გმირის სახელობის დარბაზისა და მემორიალური დაფის გახსნას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.

წარმომადგენლობაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემის კომისიის მესამე სხდომა გაიმართა

2019 წლის 6 მარტს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში დროებით განსახლებული, აფხაზეთიდან დევნილი, ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიის მესამე სხდომა გაიმართა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით დაგაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების  გაცემის წესის“ შესაბამისად, განხილული განცხადებებიდან ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, კომისიამ გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა 24 დევნილი ბენეფიციარი, რაზეც კვარტალური ბიუჯეტიდან გაიხარჯა 3550 ლარი. კომისია დარჩენილი განცხადებების განსახილველად კვლავ შეიკრიბება მარტის თვეში.

ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალის დალაშქვრაში მონაწილეებს საპატიო სიგელები გადაეცათ

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ამავე კომიტეტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისთვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ალპინიადის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. 


ხსენებული ეროვნული ალპინიადა 2018 წლის 21-25 სექტემბერს მოეწყო. ალპინიადაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის - პარტნიორობის მომზადებისა და განათლების ცენტრის, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დალაშქვრის შედეგად აღმოსავლეთ კავკასიონზე, ხდის ხეობაში,ზღვის დონიდან 3700 მეტრზე მდებარე უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა. ალპინიადის მონაწილეებს კი საპატიო სიგელები გადაეცათ საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. აქვე შედგა ალპინიადის ამსახველი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია. 

დაჯილდოების ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ალპინიადის მონაწილეები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

წარმომადგენლობის თანამშრომლები და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე შეხვდნენ გლადნის მე-7 მ/კ ყოფილ პროფტექნიკუმის შენობაში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილ 13 ოჯახის წარმომადგენლებს.

    2019 წლის 5 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თანამშრომლები და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე შეხვდნენ გლადნის მე-7 მ/კ ყოფილ პროფტექნიკუმის შენობაში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილ 13 ოჯახის წარმომადგენლებს. შეხვედრა საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათს ატარებდა. შეხვედრაზე მოსმენილი იქნა დევნილი მოსახლეობის წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური სახის პრობლემები. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ დევნილებს გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებებში მიმდინარე პროგრამების შესახებ, გადასცა მათ სპეციალური ბუკლეტები და შეპირდა, რომ წარმომადგენლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინირებულად ითანამშრომლებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მათ წინაშე მდგარი პრობლემების მოსაგვარებლად.

დავით გვაჯავას 4 სულიან ოჯახს ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაეწვა.

2019 წლის 5 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელიასთან და მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროს გოგი რევიასთან ერთად იმყოფებოდნენ სოფელ ტყაიაში (გამსახურდიას ქუჩა ქარაიების უბანი) ხანძრის შედეგად დაზარალებულ აფხაზეთიდან (გალის რაიონ სოფ: საბერიოდან) იძულებით გადაადგილებულ გვაჯავების ოჯახში.
დავით გვაჯავას 4 სულიან ოჯახს ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაეწვა. 
მუნიციპალიტეტის მერია გვაჯავების ოჯახს პროგრამით გათვალისწინებულ 1000 ლარიან დახმარებას გაუწევს და ბინის ქირით უზრუნველყოფს. აგრეთვე, მათ სამასალე მორები გადაეცემათ

მადლობის სიგელი წარმატებული საქმიანობისთვის.

     აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის საქმიანობაში წარმატებული მონაწილეობისა  და აქტიური ჩართულობისათვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა  დეპარტამენტის თავმჯომარის აპარატის უფროსი თამაზ ხასაია.

ზუგდიდის რაიონში კომპაქტურად და ინდივიდუალურად ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თანამშრომლები ზუგდიდის რაიონის ცალკეულ სოფლებსა და ქ. ზუგდიდში როგორც კომპაქტურად, ასევე ინდივიდუალურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ. საინფრომაციო შეხვედრების ძირითადი მიზანი გახლდათ ი.გ.პ მოსახლეობის აგრარულ პროექტებში და პროგრამებში ჩართულობისა და საარსებო წყაროებზე წვდომის ხელშეწყობა. კერძოდ, ამ მიმართულების ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მონავლისკენ“ შესაძლებლობისა და მოთხოვნების დაინტერესებული პირებისთვის გაცნობა. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ წინასწარმომზადებული კითხვარი, რომლის მიხედვითაც შეიქმნება მონაცემთა ბაზა პოტენციური ბენეფიციარებისთვის საინტერესო ბიზნეს-პროექტების შესწავლის მიზნით.

აფხაზეთიდან დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგს დედის დღე მიულოცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგ თინა ოდიშარიას დედის დღე მიულოცეს და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისა და ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში გაწეული უანგარო შრომისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სიგელი გადასცეს.

თინა ოდიშარია 1919 წლის 20 მარტს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში დაიბადა. 1958 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ სოხუმში გადავიდა. მუშაობდა სოხუმის №16 საშუალო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლად. წლების განმავლობაში ემსახურებოდა საგანმანათლებლო სისტემას და იყო გამორჩეული, სანიმუშო პედაგოგი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს მისი შვილი ლორენ ოდიშარია სოხუმში დახვრიტეს.

2019 წლის 20 მარტს თინა ოდიშარიას 100 წელი შეუსრულდება.

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა საღამო „მხოლოდ ქალები“ გამართა

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო „მხოლოდ ქალები“ გაიმართა.

საღამოზე სხვადასხვა პროფესიის 10 წარმატებული ქალბატონი, მათ შორის კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები, იურისტი, ჟურნალისტი, ექიმი, რეჟისორი და პედაგოგი, დააჯილდოვეს. დაჯილდოებულთა შორის იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილეს მარათონი მიეძღვნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 2 მარტს კუს ტბაზე საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მარათონი გამართა.

მარათონში მონაწილეობდნენ აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დაქვემდებარებაში არსებული სპორტული კლუბების წარმომადგენლები, სპორტის სახებობების ფედერაციებისა და აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ასევე არადევნილი სპორტსმენები. 
მარათონში მონაწილეობდა 150-მდე მოხალისე. მათგან ბიჭებისა და გოგონების კატეგორიაში გამოვლინდა 3-3 გამარჯვებული, რომლებიც თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ბიჭებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: გოგა ნაჭყებია - პირველი ადგილი (აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლა); დათო ჟვანია - მეორე ადგილი (აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლა); მიხეილ მებონია - მესამე ადგილი (საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია).

გოგონებს შორის კი გამარჯვებულები გახდნენ: ანა მაისურაძე - პირველი ადგილი (ფარიკაობა); ნუცა ქარქაშაძე - მეორე ადგილი (ლეილა მესხის ჩოგბურთის სკოლა); თეკლა ბიწაძე - მესამე ადგილი (ფარიკაობა).

მარათონში გამარჯვებულები გამოვლინდნენ ასევე უმცროსი ასაკის მონაწილეთა შორის: ბარბარე ბიჭაშვილი - 7 წლის (საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია); ილია ჯინჭარაძე - 8 წლის (აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრი).

საქველმოქმედო საღამო სათნოების სახლ „კათარზისში“ დედის დღეს მიეძღვნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სათნოების სახლ „კათარზისში“ აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა და მზრუნველობას მოკლებული მოხუცებისათვის საქველმოქმედო საღამო - „შენ ჩვენ გვჭირდები“ გაიმართა. საღამოს მსვლელობისას „კათარზისელებმა“ და აფხაზეთის შემოქმედმა ახალგაზრდებმა კონცერტი მოაწყვეს. იმ დღეს მზრუნველობას მოკლებულ ადამიანებს სადილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით უმასპინძლეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, ილორის წმინდა გიორგის ტაძრის თბილისის მეტოქიონის წინამძღვარმა მამა ლევანმა და სხვა სტუმრებმა მზრუნველობას მოკლებულ ადამიანებს დედის დღე მიულოცეს და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების თანამშრომლები და აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის ,,ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარების“ წევრები ორი კვირის განმავლობაში კათარზისის ადმინისტრაციას ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვაში დაეხმარებიან. საღამოს უძღვებოდა სახელოვნებო განათლების განყოფილების სპეციალისტი ნონა ბერაია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები გაიმართა

ვაზისუბნის დასახლებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი გაიმართა.

ისანი-სამგორის სპორტული კომპლექსის რაგბის მოედანზე ერთმანეთს თბილისის „თბილისი“ და სოხუმის „მეომრები“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა კლუბ „თბილისის“ მცირე უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით ანგარიშით 19-18 დასრულდა.

გამარჯვებული გუნდი თასითა და დიპლომით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაქარია ჯაჭვაძემ დააჯილდოვეს.

ასევე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით კუს ტბაზე სამშვიდობო მარათონი  მოეწყო, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. გარბენში ადგილობრივებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ღონისძიება „მხოლოდ ქალები“ გაიმართა

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „მხოლოდ ქალები“ გაიმართა.

ღონისძიებაზე საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებული 10 გამორჩეული ქალბატონის დაჯილდოება მოეწყო. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები, იურისტი, ჟურნალისტი, ექიმი, რეჟისორი და პედაგოგი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

სათნოების სახლ „კათარზისში“ დედის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა კურთხევით სათნოების სახლ „კათარზისში“ აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა და მზრუნველობას მოკლებული მოხუცებისათვის საქველმოქმედო შემეცნებითი პროექტი „შენ ჩვენ გვჭირდები“ გაიმართა.

ღონისძიების პირველ დღეს „კათარზისელების“ და აფხაზეთის ახალგაზრდობის მხატვრული კოლექტივების მონაწილეობით სადღესასწაულო  კონცერტი გაიმართა. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მოეწყო სადღესასწაულო სადილი.

მზრუნველობა მოკლებულ პირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, ილორის წმინდა გიორგის ტაძრის თბილისის მეტოქიონის წინამძღვარი მამა ლევანი და სხვა მოწვეული სტუმრები მიესალმნენ, მათ დედის დღე მიულოცეს და მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების თანამშრომლები და აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის ,,ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარების“ წევრები ორი კვირის განმავლობაში კათარზისის ადმინისტრაციას ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვაში დაეხმარებიან.

ჟიული შარტავას იუბილისადმი მიძღვნილი მატჩი ამერიკულ ფეხბურთში

ჟიული შარტავას 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი ამერიკულ ფეხბურთში კლუბ ,,თბილისის” გამარჯვებით დასრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი კლუბ ,,თბილისსა” და სოხუმის ,,მეომრებს” შორის გამართა.

ამხანაგური მატჩი ვაზისუბნის დასახლებაში, ისანი-სამგორის სპორტული კომპლექსის რაგბის მოედანზე ჩატარდა.

საკმაოდ დაძაბული შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 19-18 კლუბ ,,თბილისის” სასარგებლოდ.

გამარჯვებული გუნდი თასითა და დიპლომით დაჯილდოვა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაქარია ჯაჭვაძემ.