-
სამოქმედო გეგმა
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
-
წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერა
-
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
abculture.ge
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
ონლაინ მუზეუმი
-
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
-
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
-
ანგარიშები
-
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
-
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
-
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია

ახალი ამბები









თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორმა თამარ ბელაშვილმა.
მემორანდუმის მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში (ხელოვნების ისტორია, არქიტექტურა, რესტავრაცია, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები, ფოტოგრაფია, არქივმცოდნეობა, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ბეჭდური პროდუქციის შექმნა და სხვა).
გარდა ამისა, ისინი ერთად გაუწევენ ორგანიზებას სამეცნიერო პროექტებს (კონფერენციებს, სემინარებს, სეზონურ სკოლებს და სხვ.) და შედეგებს სამეცნიერო სტატიების, კრებულების, ბუკლეტებისა თუ წიგნების სახით გამოაქვეყნებენ. საჭიროების შემთხვევაში აწარმოებენ ერთობლივ კვლევებს და ა. შ.






აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთის წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა და თანამშრომლობის საკითხებზე ესაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებებში, კერძო კომპანიებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებული წარმატებული ახალგაზრდები.
მინისტრმა ყურადღება აფხაზეთის საჯარო სკოლების აღსაზრდელებზე შეაჩერა და სტუმრებს მიმართა: „გვინდა, აფხაზეთის წარმატებულმა ახალგაზრდებმა, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, გაგვიზიაროთ რჩევები, წინადადებები, როგორ, რა გზით ვიაროთ, რომ ამ სკოლების ბავშვებს დანარჩენ საზოგადოებასთან ინტეგრირებასა და წარმატების მისაღწევად საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში დავეხმაროთ“.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და იმსჯელეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივაზე. ითქვა, რომ ახალგაზრდების მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია მათი ჩაბმა საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებში, აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული კონფერენციებსა და ფორუმებში და ა. შ.
დასასრულ შეთანხმდენ, რომ შეიქმნას აფხაზეთის წარმატებული ახალგაზრდების სამუშაო ჯგუფი, რომელიც თავისი იდეებით, წინადადებებითა და პრაქტიკული ნაბიჯებით შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების მოგვარებას შეუწყობს ხელს.














აფხაზეთის საჯარო სკოლებში საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში სკოლებში გაიმართა ჟიული შარტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი კონფერენციები, საუბრები, გამოფენები, დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსიები თემაზე: „ჟიული და აფხაზეთი (ჟიული შარტავას როლი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში)“ და ა. შ.
მიწოდებული ინფორმაციების კვალდაკვალ სკოლებში ჩატარდა ესეების კონკურსი „ჟიული შარტავა - ჩვენი დროის გმირი“; მოსწავლეებმა ასევე დაწერეს თემები: „ჟიული შარტავა - ეროვნული გმირი“; „გმირი, რომელიც იქ იდგა და სხვაგვარად არ ძალუძდა“; „გმირის უკანასკნელი სიტყვების გააზრება: „ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუ სიკვდილი გვიწერია, არც ესაა დიდი ტრაგედია“ და სხვ.
კვირეულის ბოლოს თბილისში განთავსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ყვავილებით შეამკეს ჟიული შარტავას საფლავი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
