მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

ღონისძიებაზე მსოფლიოს კრივის ფედერაციის (WBF) სარეიტინგო ბრძოლები, საქართველოს ჩემპიონის ქამრის გათამაშება და მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის 12-რაუნდიანი ბრძოლა გაიმართა.
 
ფინალურ ორთაბრძოლაში, 72 კგ წონით კატეგორიაში ქართველი მოკრივე გივი თოდუა, ტაილანდელ სპორტსმენს, ფიმირ ჩონკუნის, შეხვდა, რომელიც ქართველი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა.
 
პოფესიონალურ კრივის საღამოზე, აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრი, საქართველოს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან და თბილისის მერ კახი კალაძესთან ერთად დაესწრო.
 
საღამოს სპეციალური მოწვევით მსოფლიო დონის კრივის ვარსკვლავი ლენოქს ლუისი ესწრებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
 
აფხაზეთის შეიარაღებული კონფილიქტის დროს გენერალ-მაიორმა გენო ადამიამ უარი განაცხადა სოხუმის დატოვებაზე და მცირე ძალებით განაგრძო სეპარატისტებთან წინააღმდეგობის გაწევა. გარდაიცვალა ბრძოლაში, 28 სექტემბერს, კელასურის ხიდზე.
 
გენერალ-მაიორის საფლავზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, გენო ადამიას ოჯახის წევრები და ვეტერანები იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით წარმოდგენილ სპექტაკლს “ზღვის თეატრს” დაესწრო.
 
რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილის წარმოდგენა დევნილობაში მყოფი ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა მსახიობების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელთაც სურთ ქალაქში ახალი თეატრი შექმნან.
 
სპექტაკლს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ეროვნული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
 
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან, ერთად საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის გენერალ-მაიორის გენო ადამიას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის საფლავები ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
 
აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 32 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 000-ზე მეტი კი საკუთარი სახლიდან დევნილად იქცა.
სამების ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
 
სამების საკათედრო ტაძარში წირვას, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები ესწრებოიდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
 
ეროვნული გმირის საფლავზე ასევე იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ჟიული შარტავას საზოგადოების წარმომადგენლები და ჟიული შარტავას ოჯახის წევრები.
 
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც ქალაქის დატოვებაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს, ალექსანდრე ბერულავა კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

27 სექტემბერს აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტიდან 32 წელი გავიდა, ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და ვეტერანებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„მინდა მთელი საქართველოს მასშტაბით მივულოცო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყება ყველა პირველკურსელსა და სტუდენტს, განსაკუთრებით კი ჩვენს აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს! მინდა ნაყოფიერი, სიახლეებითა და თავგადასავლებით აღსავსე სასწავლო წელი გისურვოთ, დარწმუნებული ვარ, რომ აქ მიიღებთ ხარისხიან განათლებას, რაც დაგეხმარებათ პიროვნულ და კარიერულ განვითარებაში. თქვენი განათლება და ცოდნა კი იქნება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და განვითარების საფუძველი.“ - ბექა ღვაჩლიანი.

მინისტრთან ერთად ადგილზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

ღონისძების ბოლოს სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა აფხაზეთის მთავრობის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დღეს ოფიციალურად დაიწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში პროექტ „შემოქმედებითი ზაფხული“-ს დახურვის ღონისძიებას დაესწრო.
 
დასკვნით ღონისძიებაზე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორთან ერთად მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
 
მინისტრმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში წარმოდგენილი კალიგრაფიისა და კერამიკის ნიმუშები დაათვალიერეს და პროექტის მონაწილეები სიმბოლური საჩუქრებითა და სერთიფიკატებით დააჯილდოვეს.
 
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლევან თევზაია, კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი მათე ტაკიძე და ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა ლევან ჯანაშია ესწრებოდნენ.
 
პროექტი აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მასში აფხაზეთიდან დევნილმა 30-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც კალიგრაფიისა და კერამიკის მასტერკლასები გაიარეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ და განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, ახალი სასწავლო წლის დაწყება, აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს, ზუგდიდში მდებარე აფხაზეთის N1 საჯარო სკოლიდან მიულოცეს.

მთავრობის თავმჯდომარემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად, მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და ოქროს მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, ასევე აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა.

დღესვე, ახალი სასწავლო წლის დაწყება, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცეს.

15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში, სასწავლო პროცესი ოფიციალურად დაიწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი ქალაქ სენაკში მდებარე თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა სადაც სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა, უშუალოდ პედაგოგებისგან მოისმინა სკოლაში არსებული საჭიროებები, დაათვალიერა სასკოლო ინფრასტრუქტურა და სამომავლოდ განსახორციელებელ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი აფხაზეთის სკოლებში არსებულ მდგომარეობას ეტაპობრივად ეცნობა.

შეხვედრას თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო სიჭინავა, სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკის „შემოქმედებითი ტური ანაკლიაში“ დახურვის ღონისძიება გაიმართა, სადაც აფხაზეთიდან დევნილმა 40-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

ბანაკის მონაწილეები ჩართულები იყვნენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, მათ შორის გამოცდილება მიიღეს გუნდური მუშაობის, ლიდერობის, საჯარო გამოსვლის ტექნიკების, პირველადი დახმარების და პროექტების მართვის მიმართულებით.

ბანაკის დახვურვის ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად დაესწრო, სადაც ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და ისაუბრეს ახალგაზრდული ბანაკების მნიშვნელობასა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე.

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს წარმოდგენილი ქონდათ სამომავლო ხედვები და პროექტები აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ინტეგრაციისა და დაახლოების თემაზე.

შეხვედრას ასევე აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია ესწრებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროსა და Skillwill-ის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

საგანმანათლებლო პროექტი აფხაზეთიდან დევნილ 140-მდე ახალგაზრდაზეა გათვლილი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს დაეუფლონ ისეთ თანამედროვე, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს, როგორიც არის IT პროექტების მართვა, გრაფიკული დიზაინი, UX/UI დიზაინი, ფულ-სტეკ ვებდეველოპმენტი, სოციალური მედიის მართვა და კიბერუსაფრთხოება.

ახალი საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია Skillwill-ში გაიმართა და მას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად დაესწრო.

ღონისძიებაზე შეკრებილ აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა, რომელმაც პროექტის მნიშვნელობასა და აფხაზეთის  მთავრობის ჩართულობაზე ისაუბრა.

პროექტი აფხაზეთის მთავრობის, პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოსა და რეზო თურნავას ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება.

პრეზენტაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია გვირჯიშვილი, Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარიამიძე, პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი კახა ხანდოლიშვილი ესწრებოდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, ქართველი მწერალის, ელენე გუჯეჯიანის წიგნის „მდუმარე ფრონტი“ პრეზენტაციას დაესწრო.

 

ნაწარმოები აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის და ცამეტი ომგამოვლილი ქალის, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ, ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს, რომლებმაც მიუხედავად ყველაფრისა, შეძლეს წარმატების მიღწევა.

 

პრეზენტაციას წიგნის მთავარი გმირები ესწრებოდნენ, რომლებიც ღონისძიების დასასრულს, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

 

ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დიერქტორი ავთანდილ ძაგანია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლის რეპეტიციას დაესწრო, რომელსაც დასი 16 სექტემბერს ყაზახეთში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარადგენს.
 
მთავრობის თავმჯდომარე დასის წევრებს შეხვდა, საერთაშორისო ფესტივალზე წარმატება უსურვა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის საქმეში სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება.
 
სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ყაზახეთის ქალაქ თალდიყორღანში მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „BIKEN FEST“-ში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მაყურებელს სპექტაკლს "რომეო და ჯულიეტა“ წარუდგენს.
თეატრი საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მონაწილეობს.