მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2020 წლის I ეტაპზე, მარტში დაფინანსდა 44 აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული ახალგაზრდა. ხოლო ის 33 წარმატებული სტუდენტი, რომლებიც აკმაყოფილებდნენ პროგრამის დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ პროგრამის პირველი კვარტლის ბიუჯეტის ამოწურვის გამო, ვერ დაფინანსდნენ, სამინისტრომ აპრილში დააფინანსა.

წლეულს, ამ ეტაპისთვის სულ დაფინანსებულია 77 წარმატებული ახალგაზრდა აფხაზეთიდან. დაფინანსების მომდევნო ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით სამინისტრო საკუთარ ვებ და ფეისბუკგვერდებზე გაავრცელებს განცხადებას.

ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 595 34 33 20; 577 09 22 39.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, 2008 წლიდან ახორციელებს ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამას“, რომლის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.

1907 წლის 23 აპრილს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკოსი, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი ილია ვეკუა აფხაზეთში, სამურზაყანოს ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ შეშელეთში დაიბადა. რთული და წინააღმდეგობრივი, ამავე დროს ძალიან წარმატებული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა დიდი მეცნიერის მიერ შეშელეთიდან მთაწმინდამდე განვლილი გზა...

ილია ვეკუა თავის დროზე მსოფლიოში აღიარებული ქართული მათემატიკური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახდა. მან დიდი წვლილი შეიტანა მათემატიკისა და მექანიკის მეცნიერებათა განვითარებაში, შეძლო პერსპექტიული მიმართულებების აღმოჩენა და ახალი სამეცნიერო სკოლის შექმნა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოჩენილმა მეცნიერმა დაწერა „მიმართვა ახალგაზრდობისადმი“, სადაც ნათქვამია, რომ წარმატების უზრუნველსაყოფად მთავარია „სამი რამ - ნიჭი, მუშაობის უნარი და შერჩეული დარგისადმი სიყვარული“.

მოგვიანებით, სწორედ ეს შეგონება დაედო საფუძვლად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად, დაწესებულ ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მიმართულების მაგისტრატურის წარჩინებული სტუდენტებისათვის.

ამ დღეს განსაკუთრებული სიამაყით ხვდებიან ასევე აფხაზეთის ილია ვეკუას სახელობის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების ფარგლებში დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილეებმა ირაკლი გელენავამ და ირმა კეკელიძემ თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულეს და მათ სურსათი და სააღდგომო ნობათი გადასცეს.

70 წელს გადაცილებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ პროგრამის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობს.

კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით შექმნილ სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა და სხვა თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ. ხსენებული სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას უშუალოდ ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

საქართველოში 14 აპრილი დედაენის დღედ 1990 წლიდან აღინიშნება. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

1977 წელს შემუშავებული საქართველოს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის 75-ე მუხლის მიხედვით, 1936 წლის კონსტიტუციისაგან განსხვავებით, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი ერთმეოდა და საქართველოს სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა.
საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქცია საქართველოს უმაღლეს საბჭოს 1978 წლის14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა, რასაც წინ აღუდგა ქართველი ერი და ძირითადად ახალგაზრდობა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისაგან, საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას კატეგორიულად მოითხოვდნენ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად კვლავ ქართული ენა გამოცხადდა.

ეს ქართველი ერის გამარჯვება იყო!

გილოცავთ!

„იყო... ცხოვრობდა... წერდა... უყვარდა...“

ეს პოეტ გენო კალანდიას საფლავის ეპიტაფიაა, რომელიც მასვე ეკუთვნის: „...იყავ ერთგული ჩემთა უფალთა, და ამოკვეთე საფლავის ქვაზე: იყო... ცხოვრობდა... წერდა... უყვარდა...“ ასე მოკრძალებულად და ამავე დროს მრავლისმთქმელად შეაფასა პოეტმა მის მიერ განვლილი გზა.

„იყო... ცხოვრობდა... წერდა.... უყვარდა...“ და რამდენი რამ დაიტია ამ ოთხმა სიტყვამ...

გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ღირსების ორდენის კავალერი... ამ და კიდევ უამრავ სხვა ტიტულსა და წოდებას შორის კი იდგა ქარიზმატული და განსაკუთრებული ხიბლის პიროვნება, რომელსაც ერთდროულად დაჰყვებოდა საქართველოს ორი ძირძველი კუთხის - აფხაზეთისა და სამეგრელოს სურნელი.
გენო კალანდია დაიბადა 1939 წლის 15 აპრილს. ჟურნალისტური განათლება მიიღო მოსკოვში, სწავლის პერიოდში მჭიდროდ იყო დაახლოებული სმოგის „რუსეთის ახალგაზრდა გენიოსები“ წევრებთან, რუსული პოეზიისა და მხატვრობის მეამბოხეებთან...

გენო კალანდიას ლექსების პირველი კრებული „ცა და ფოთლები“ გამოვიდა 1966 წელს ქ. სოხუმში. იგი 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია, მათ შორისაა: „ფესვები", „მიწის ჭრილობა", მწუხრის არაბესკები", „მესამე თვალი", „ასი სონეტი", „რეკვიემი", „ისევ რეკვიემი", „ორტომეული" და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებადაა გამოცემული რამდენიმე ენაზე.

იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიოში, გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქციაში, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში, იყო აფხაზეთის თეატრალური საზოგადოებისა და დემოგრაფიული საზოგადოების პირველი თავმჯდომარე, ალმანახ „ეგრისის" რედაქტორი, ჟურნალ „რიწის" პასუხისმგებელი მდივანი, აფხაზეთის მწერალთა კავშირის მდივანი, საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მისი ძალისხმევით შეიქმნა ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია, რომლის კომიტეტსაც წლების განმავლობაში თავადვე ხელმძღვანელობდა. აფხაზეთში „ომი რომ დაიწყო, ბევრი ვიფიქრე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო შუამავალი ჩვენსა და აფხაზებს შორის? ჩემი აზრით, საუკეთესო იქნებოდა გიორგი შარვაშიძე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მემკვიდრე, დიდი აფხაზი, ბრწყინვალე პოეტი, პუბლიცისტი და უფრო უკეთესი დრამატურგი“,- აღნიშნა მოგვიანებით გენო კალანდიამ, რომელიც აფხაზი ინტელიგენციის, აფხაზი მწერლების მეგობრად დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. ის ამბობდა, რომ მართალია, მათთან ურთიერთობას ისე აქტიურად ვერ აგრძელებდა, თუმცა მოკითხვებს საერთო ნაცნობების საშუალებით ერთმანეთს მაინც უთვლიდნენ.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიდა გენო კალანდიას ორტომეული „საგალობლები უფლისათვის“, რომელიც სრულიად ახალ მწვერვალს, „სიმაღლით წარმოჩენილ ახალ სიმაღლეს“ წარმოადგენს მის შემოქმედებაში. „საგალობლებს უფლისათვის“ გენო კალანდიას მეორედ დაბადებას უწოდებენ ხშირად. ეს იყო დიდი სულიერი გარდატეხის დასტური პოეტის ცხოვრების მიმწუხრის ჟამს, მან თითქოს უფალთან გარდასვლის მოახლოება იგრძნო და მთელი გულისყური მისკენ მიაპყრო, თითქმის ყოველდღე აღსარებას აბარებდა უფალს.

უფრო მეტიც, „საგალობლები უფლისათვის“ გენო კალანდიასთვის თითქოს იმქვეყნად გადასვლის ერთგვარი შემზადება აღმოჩნდა, რაც მან არაერთი წინასწარმეტყველური სტრიქონით გამოხატა, მათ შორის: „ვემშვიდობები უფალო ლოცვით მიწას, რომელმაც მაქცია კაცად“.

და ეს მიწა აუცილებლად მსუბუქი იქნებოდა მისთვის...

კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით შექმნილ სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა და სხვა თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ. ხსენებული სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას უშუალოდ ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭო განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის სასურსათო დახმარების პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს. მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები უკვე დაურიგდათ თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს; გლდანში, კარანტინში მყოფ დევნილებს; გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის რაიონებში და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრებ ბენეფიციარებს. ამ დღეებში პროდუქტები 70 წელს გადაცილებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოს სხვა რაიონებშიც გადაეცემათ. დარიგების პროცესში აქტიურ მონაწილეობენ სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები.

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, აფხაზეთის ა/ რ მთავრობის წევრებთან ერთად, ქალაქ მცხეთაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი ჩაუტანეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ სურსათის დარიგების აქციის უზრუნველყოფაში  აქტიურად მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოხალისეები, რომლებიც „წითელი ჯვრის“ მიერ არიან დატრენინგებული, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიაში ყოველდღიურად აქტიურად მონაწილეობენ.

მოხალისეთა შორისაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე. მან სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს პირველადი მოხმარების საგნებისა და პროდუქტებისგან შემდგარი პაკეტები დაურიგა.

აქცია თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ ორგანიზებით და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმდინარეობს.

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სურსათი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებისთვის ჩაიტანა. პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი და სააღდგომო ნობათი ამჯერად წყალტუბოს კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ აფხაზეთიდან დევნილ 270 ადამიანს გადაეცა. იმერეთის რეგიონში დახმარებას სულ 1456 ბენეფიციარი მიიღებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ ქ. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ, განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიკუთვნებულ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცა.

შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა სურსათი და სააღდგომო ნობათი კომბინატის დასახლებაში განთავსებულ დევნილ ბენეფიციარებს მიუტანეს.

აქციაში აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, გორის კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადასცა.

აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს უშუალო მონაწილეობით განხორციელდა. აქციის უზრუნველყოფაში ასევე მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს მთავრობის სტრატეგიიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით შეიქმნა სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს სახით, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის სასურსათო დახმარების პროგრამა განახორციელოს.

მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი ბენეფიციარებს მთელი საქართველოს მასშტაბით გადაეცემათ. დარიგების პროცესში აქტიურ მონაწილეობას სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები მიიღებენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოხალისეები, რომლებიც „წითელი ჯვრის“ მიერ არიან დატრენინგებული, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ. მოხალისეთა შორისაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე. მან გუშინ ვაკე-საბურთალოს რაიონის სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს პირველადი მოხმარების საგნებისა და პროდუქტებისგან შემდგარი პაკეტები დაურიგა.

აქცია თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ ორგანიზებით და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმდინარეობს.

თბილისის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ორგანიზებით მიმდინარე აქციას, რომელიც მარტოხელა მოხუცების, ყველაზე მეტად შეჭირვებული ადამიანების დახმარებას გულისხმობს, ჩვენი სამინისტროც შეუერთდა, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ.

გუშინ „წითელი ჯვრის“ მიერ დატრენინგებულმა მოხალისეებმა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველმა მალხაზ კორძახიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს თანამშრომელმა დავით შალამბერიძემ, ამ აქციის ფარგლებში, სამგორის რაიონის ხანდაზმულებს პირველადი მოხმარების საგნების პაკეტები დაურიგეს. პაკეტები საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებებისგან შედგება და ისინი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთადაა შედგენილი.

პაკეტები რაიონული გამგეობების თანამშრომლების საშუალებით გაიცემა. ღონისძიება კი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.