აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

აფხაზეთის მთავრობა სამძიმარს უცხადებს ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს

აფხაზეთის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, ქართველი ჯარისკაცის, კაპრალ გიორგი ავალიანის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

საქართველომ დაკარგა ღირსეული შვილი, შეიარარებული ძალების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც პირნათლად ახორციელებენ სამშვიდობო მისიას ავღანეთში, რაც არაერთხელ აღუნიშნავთ საერთაშორისო არენაზე, სერიოზული წვლილი შეაქვთ საერთაშორისო უსართხოების განმტკიცების საქმეში.

აფხაზეთის მთავრობაში დევნილთა დასაქმების ხელშეწყობისათვის საკონსულტაციო საბჭო დაფუძნდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, დევნილთა დასაქმების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭო დაფუძნდა. საკონსულტაციო საბჭოს დაფუძნების ინიციატორი აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროა. 

საკონსულტაციო საბჭოს მიზანი  სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული და შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობის ფორმირება იქნება.
აფხაზეთის ეკონომიკის  მინისტრის, ნოდარ ჩხარტიშვილის განცხადებით,  საბჭო  ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესში მოღვაწე იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმებას.

„საკოორდინაციო საბჭოს მიზანია კერძო სექტორში  ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ახლო მომავალში ველოდებით კონკრეტულ შედეგებს, კერძოდ,  არსებობს შემოთავაზებები და ის დონორი ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან პროექტების დასაფინანსებლად. ეს, თავისთავად გამოიწვევს სამუშაო ადგილების გაზრდას და ხელს შეუწყობს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას,"- განაცხადა ნოდარ ჩხარტიშვილმა. 

ღონისძიებას არასამთავრობო სექტორისა და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი ბარამიას ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ფილმის „გარიგება ოცი წლის შემდეგ“ კინოჩვენებას დაესწრნენ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით და კინოთეატრ „საქართველოს" მხარდაჭერით,  აფხაზეთიდან დევნილი 150 ბავშვი, ახალი ქართული ფილმის „გარიგება ოცი წლის შემდეგ"  კინოჩვენებას დაესწრო. ფილმის პრემიერას, დევნილ ბავშვებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და ფილმის ერთ-ერთი მონაწილე, მომღერალი ლელა წურწუმია ესწრებოდნენ.

„აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს  კინოთეატრ „ საქართველოს" მხარდაჭერით,   საინტერესო სიურპრიზი მოვუმზადეთ.  მათ საშუალება მიეცათ  ქართული  კომედიური ფილმი „გარიგება  ოცი წლის შემდეგ" ენახათ. იმედია, რომ ბავშვებს   ფილმი  მოეწონათ და  საინტერესო პერსონაჟებთან შეხვედრამ, პატარებს განწყობა გაუხალისათ. აფხაზეთის მთავრობა მომავალშიც  აუცილებლად გააგრძელებს ანალოგიური ღონისძიებების ჩატარებას,"- განაცხადა ფილმის ჩვენების შემდეგ  გიორგი ბარამიამ.

ფილმის ერთ-ერთმა მონაწილემ, მომღერალმა ლელა წურწუმიამ კმაყოფილება  გამოთქვა  ფილმის პრემიერაზე  მოწვევის გამო. „ძალიან გამიხარდა, რომ   კინოჩვენებაზე  პირადად მაყურებელმა მომიწვია და   ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია , რომ ეს მაყურებელი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებია.  მათთვის ალბათ საინტერესო იყო შეცვლილ პერსონაჟებთან შეხვედრა. იმედი მაქვს, რომ  ფილმმა ბავშვებს სასიამოვნო განწყობა შეუქმნა,"- განუცხადა ჟურნალისტებს ლელა წურწუმიამ.

კომედიური ჟანრის ფილმი, საქართველოს რამდენიმე მხარეშია გადაღებული. მათ შორის კახეთსა და აჭარაში. ფილმის რეჟისორი ზაზა კოლელიშვილია.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე წყნეთის დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში იმყოფებოდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ წყნეთის დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტი მოინახულა. გიორგი ბარამია ადგილზე გაეცნო დევნილთა სოციალურ მდგომარეობას და მათი პრობლემები მოისმინა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.

„აფხაზეთის მთავრობის სამუშაო პროცესის ფარგლებში ვხვდებით დევნილებს. ადგილზე გავეცანით მათ სოციალურ მდგომარეობას და ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთდ განვიხილავთ ამ პრობლემების მოგვარების გზებს,“- განაცხადა გიორგი ბარამიამ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, წყნეთის დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტს, დიდგორის რაიონის გამგებელი, გოგიტა ნიკოლაძეც სტუმრობდა.

დიდგორის რაიონის გამგებელმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის. ,,დიდგორის გამგეობასა და აფხაზეთის მთავრობას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. ყველა არსებული პრობლემა, რომელიც ამ კომპაქტურ ჩასახლებებშია, ადგილზე იქნება შესწავლილი და შესაბამისად გადაჭრილი," - განუცხადა ჟურნალისტებს გოგიტა ნიკოლაძემ.

გიორგი ბარამია ოკუპირებული გალის რაიონის მოსაზღვრე სოფელ ხურჩაში იმყოფებოდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ოკუპირებული გალის რაიონის მოსაზღვრე სოფელ ხურჩაში იმყოფებოდა. გიორგი ბარამიამ შეხვედრა გამარათა გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების პედაგოგებთან და მოსწავლეებთან. შეხვედრაზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ინფორმაცია მიიღო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. გიორგი ბარამიამ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესს ქართულ ენაზე ატარებენ.

დევნილმა მოსწავლეებმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს ქართული კულტურის ძეგლების დასათვალიერებლად ექსკურსიის დაფინანსება სთხოვეს. გიორგი ბარამიამ მოსწავლეებს პირობა მისცა, რომ მათთვის სპეციალური ექსკურსია მოეწყობა და ბავშვებს ქართული კულტურის ძეგლების გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 300-მდე დევნილ ბავშვს საქველმოქმედო ფონდ ,,კეთილი სამარინელი"-ს საჩუქრებიც ჩაუტანა.

გიორგი ბარამია ფოცხოეწერში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ფოცხოეწერში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, დევნილებს სასურსათო პროდუქტები ჩაუტანა. დევნილ ბავშვებს კი საჩუქრები გადასცა.

გიორგი ბარამიასთან ერთად ფოცხოეწერში აფხაზეთის მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.  დევნილთა პრობლემებს ადგილზე გაეცნენ და მათი მოგვარების გზები განიხილეს.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, სამეგრელოში კომპაქტური ჩასახლებების სხვა ობიექტებსაც მოინახულებს და დევნილების საყოფაცხოვრებო პრობლემებს ადგილზე გაეცნობა.

ფოცხოეწერში მცხოვრები დევნილებისათვის საცხობი გაიხსნება

ფოცხოეწერში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებისათვის საცხობი გაიხსნება. ამის შესახებ განცხადება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ ფოცხო-ეწერში აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრისას გააკეთა.
,,დევნილებს პურსაცხობამდე დაახლოებით 5 კილომეტრის გავლა უწევთ, რაც  მითუმეტეს ზამთრის პერიოდში შეუძლებელია. მთავრობის წევრებთან ერთად მოვითათბირებ და უახლოეს მომავალში პურსაცხობის პრობლემას გადავწყვეტთ,"- განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო განმეორებით საჯარო აუქციონს აცხადებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო

აცხადებს  განმეორებით საჯარო ა უ ქ ც ი ო ნ ს

სამგზავრო კატარღა „ამტყელი"-ს პრივატიზების მიზნით

1. საწყისი გასაყიდი ფასი - 12 510 (თორმეტი ათას ხუთასათი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;

2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია - „ბე" - 3753 (სამიათას შვიდას ორმოცდაცამეტი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;

3. მონაწილის ბილეთის ფასი - 50 (ორმოცდაათი) ლარი;

4. „ბიჯი" - 500 (ხუთასი) აშშ დოლარი;

5. ადგილმდებარეობა - უკრაინა, ქ. ქერჩი გემთმშენებელი ქარხნის „Залив Порт"-ის ტერიტორია;

6. მოძრავი ქონების ტექნიკური მახასიათებლები - აშენების წელი:12/1987; სიგრძე მაქს: 33.07; სიფართე: 6.9; ბორტის სიმაღლე: 2.9; GRT: 205; NRT: 62; დედვეიტი: 32; მიწერის პორტი: „ბათუმი"; დროშა: „საქართველო";

7. განცხადების მიღების ადგილი - ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15, მე-2 სართული. აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტი.

ტელ: 39 41 83; მობ: 8(95) 30 54 84;

8. განცხადების მიღების ვადა - 2011 წლის 28 იანვრიდან 2011 წლის 7 თებერვლის ჩათვლით - „აუქციონის დაწყებამდე" (შაბათ-კვირის გარდა). 

9. აუქციონის ჩატარების თარიღი - 2011 წლის 7 თებერვლის 17.00 საათზე. ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15, მე-2 სართული.

10. საბანკო რეკვიზიტები - სალარო ანგარიში: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიშის სხვა შემოსავლები (ცენტრალიზებული); ანგარიში N200122900; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი: 220101222

სახაზინო კოდი: 302005000 („ბე"-ს სახით).

11. შენიშვნა - აუქციონის შემდეგომი პერიოდისათვის გამოვლენილი ნებისმიერი ვალდებულებისაგან თავისუფლდება სახელმწიფო.

გიორგი ბარამიას ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილ 100 ბავშვს საჩუქრები გადაეცა. გიორგი ბარამიას ინიციატივით დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ბობოხიძე აეროდრომის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს ესტუმრა და პატარებს საჩუქრები გადასცა. აფხაზეთის მთავრობისა და საქველმოქმედო ფონდის „კეთილი სამარინელი საქართველოში" ორგანიზებით, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 3000-მდე ბავშვს საჩუქრები უკვე დაურიგდათ.

გიორგი ბარამია ძველით ახალ წელს აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ძველით ახალი წლის დადგომას დიღომში, ჭიაურელის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში შეხვდა.

გიორგი ბარამიასთან ერთად დღესასწაული დევნილებს მომღერალმა ეთერ კაკულიამაც მიულოცა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა და აფხაზეთში დაბრუნება უსურვა.

გიორგი ბარამია და ეთერ კაკულია აფხაზეთიდან დევნილ მაყვალა ბერაიას ოჯახს ესტუმრნენ და ძველით ახალი წლის დადგომა ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნეს.

გიორგი ბარამიამ დევნილ ბავშვებს მთაწმინდის პარკში უმასპინძლა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები მთაწმინდის პარკს ეწვივნენ. 7-დან 13 წლამდე ბავშვები ,,ბომბორას"  ატრაქციონებზე უფასაოდ გაერთნენ.

გიორგი ბარამიამ ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი ღონისძიება საქართველოს მასშტაბით მიმდინარებს. საახალწლო საჩუქრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 3000-მდე დევნილ ბავშვს დაურიგდა და თვის ბოლომდე საჩუქრებს კიდევ 2000 ბავშვი მიიღებს. 

პროექტში, რომელიც აფხაზეთის მთავრობისა და მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით განხორციელდა, თბილისში კომპაქტურად ჩასახლების სხვადასხვა ობიექტში მცხოვრებმა დევნილმა ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა.

დევნილმა ბავშვებმა საახალწლო საჩუქრები მიიღეს

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით თბილისში, ნუცუბიძის № 77-ში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს აფხაზეთის  დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა  საახალწლო საჩუქრები  მიუტანეს.

დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ბობოხიძემ დევნილ ბავშვებს საჩუქრები პირადად გადასცა და შობა - ახალი წელი მიულოცა.

აღნიშნულ ობიექტზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 41 ოჯახი ცხოვრობს.

საახალწლო საჩუქრები, რომლებიც დევნილ  ბავშვებს დაურიგდათ, აფხაზეთის მთავრობას საქველმოქმედო ფონდმა „ კეთილი სამარინელი საქართველოში" გადასცა.

საჩუქრები უკვე  საქართველოს  სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა სამი ათასამდე დევნილმა ბავშვმა მიიღო.

გიორგი ბარამიამ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ქ. თბილისში ჩაჩავას №6-ში მდებარე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს ეწვია. გიორგი ბარამიამ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შობა-ახალი წელი მიულოცა და დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

აფხაზეთის მთავრობა და ფონდი „კეთილი სამარინელი  საქართველოში" 200-მდე დევნილ  ბავშვს საჩუქრებს თბილისის მასშტაბით დღეს გადასცემენ.

„ჩვენ პატარებს ახალი წელი და დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ. მათ  საჩუქრები გადავეცით და იმედი მაქვს, რომ მოეწონებათ. პატარების გაბრწყინებული თვალები ჩვენთვის ბედნიერების მომტანია. აფხაზეთის მთავრობა ყოველთვის შეეცდება მათ გახარებას,"-განაცხადა გიორგი ბარამიამ.

დევნილმა ბავშვებმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს შობა-ახალი წლის მილოცვისა და საახალწლო საჩუქრებისათვის მადლობა გადაუხადეს.

გიორგი ბარამია დაბადების დღეს ულოცავს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია დაბადების დღეს ულოცავს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. უსურვებს დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
,,ვულოცავ მის უწმინდესობას დაბადების დღეს, ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთლეობას ქართველი ერისა და ქვეყნის სანუგეშოდ. ადვილი არაა, ღვთისა და ერის წინაშე ვალის მოხდა. ბედნიერია ის, ვისაც ერთხელ მაინც უგრძვნია მისი უწმინდესობის მადლმოსილება. ბედნიერია ქართველი ერი, რომ ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს. სწორედ რომ იმედის სხივად მოევლინა საქართველოს მისი უწმინდესობა. არაერთი განსაცდელის მიუხედავად, ქართველ ერს წამითაც არ დაუკარგავს განცდა იმისა, რომ ქვეყანას ჰყავს ჭეშმარიტად ღვთის სათნო ადამიანი, რომელიც, საკუთარ ჯვართან ერთად, მთელი ერის ჯვარს ეზიდება. ნიშანდობლივია, რომ თავისი აღსაყდრების 33-ე წლისთავზე მისი უწმინდესობა, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ხდება წინამძღოლი იმ ეპარქიისა, სადაც მტკივნეულად ფეთქავს მთელი საქართველოს გული. თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ დაბადების 78-ე წლისთავს."

გიორგი ბარამიამ აფხაზეთის ომის ვეტერანებს საახალწლო ნობათები გადასცა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახებს ესტუმრა. მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები გადასცა. მთავრობის თავმჯდომარემ, საახალწლო ნობათები გადასცა აფხაზეთის ომის ვეტერანს ანატოლი არაბინსკის რომელმაც, აფხაზეთის ომში ქვედა კიდური დაკარგა. "როცა მომხდური მტერი ჩვენს ქვეყანას უტევდა, ანატოლი ქართველებთან ერთად იცავდა საქართველოს. სამწუხაროდ, აფხაზეთის ომში ანატოლიმ ქვედა კიდური დაკარგა. ის დღეს პირველი ჯგუფის ინვალიდია. მე მინდა მას ვუსურვო, რომ დამდეგი ახალი წელი, საქართველოს გამთლიანების წელი ყოფილიყოს და ანატოლის ჩვენთვის მასპინძლობა მშობლიურ სოხუმში გაეწიოს,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ.

აფხაზეთის ომის ვეტერანმა, გიორგი ბარამიას გულისხმიერებისა და ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი ბატონ გიორგი ბარამიას ომის ვეტერანების მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისა და ყურადღებისათვის. მისი სტუმრობა ჩვენთვის დიდი იმედისა და სტიმულის მომცემია,"- აღნიშნა ანატოლი არაბინსკმა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, დღის განმავლობაში რამდენიმე ვეტერანის ოჯახს ესტუმრა. მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.